40 000 ადამიანი ტურიზმის გაცოცხლებას ელის

40 000 ადამიანი ტურიზმის გაცოცხლებას ელის

კორონავირუსით დაზარალებულ სექტორებს შორის, ერთ-ერთი პირველი ტურიზმი და მასთან დაკავშირეული ბიზნესი თუ მომსახურებაა. ქვეყნაში სასტუმროების უმრავლესობა დაკეტლია, ხოლო რესტორნები და ტურისტული სააგენტოები უმოქმედო მდგომარეობაშია.

ზარალი ყოვველდღიურად იზრდება. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის თქმით, საერთო ჯამში, სექტორის დანაკარგი ზაფხულისთვის, 1,5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

მისივე ინფორამციით, ამ დროსთვის საკარანტინე მომსახურებას მხოლოდ 83 სასტუმრო აგრძელებს, სხვა ყველა ობიექტი დახურულია.

„პროფილი არც ერთ სასტუმროს არ შეუცვლია, მხოლოდ 83 სასტუმროა საკარანტინე ზონად გადაკეთებული, დანარჩენი ყველა ობიექტი დახურულია. ამ ეტაპზე, გამოსავლი არ არსებობს. სრულად ვემორჩილებით კარანტინის განკარგულებას“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.

საქართველოში სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში 40 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. ისინი დღეს, ფაქტობრივად, უმუშევრები არიან, ამიტომ აუცილებელია სხვა ქვეყნების მაგალითები საქართველოს მთავრობის მიერაც დროულად იყოს გათვალისწინებული და ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფად ჩაერთოს ტურიზმის ამოქმედების გეგმის შემუშავების პროცესებში.

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მაია სიდამონიძე ამბობს, რომ უკვე უნდა დაიწყოს მზადება, თუ როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ კრიზისიდან.

„უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა. რა თქმა უნდა, ვირუსი არ დამარცხებულა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ სიტუაციაში როგორ ვიცხოვროთ. ბევრი ქვეყნის მიერ უკვე ხდება სანიტარული კორიდორების და ახალი წესების გაცნობა. უნდა ვიცოდეთ უსაფრთხოების კუთხით რა სანიტარული ნორმები დაწესდება, რომ მზად ვიყოთ ტექნიკურად და ადამიანების დატრენინგებაც შევძლოთ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომელ ბაზრებზე გავაკეთებთ აქცენტს. სავარაუდოდ, შიდა ტურიზმით დაიწყება, მერე მეზობელი ქვეყნებით გაგრძელდება. ხორვატია ზაფხულში საჰაერო მიმოსვლას ხსნის, ამისთვის კი, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებთან აქტიური მოლაპარაკება. გერმანიამ ევროპას მოუწოდა, რომ ერთად დაგეგმონ ტურისტული მიმოსვლის განახლება. ფაქტობრივად, ჩვენ ამ პროცესში უკვე უნდა ვიყოთ და მალევე გამოვიღვიძოთ“ - განუცხადა „კომერსანტს“ სიდამონიძემ.

მანამდე კი სექტორი მთავრობისგან შეღავათების მოლოდინშია. ისრაელისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებლის მაია მურაჩაშვილის აზრით, ეკონომიკის სამინისტრომ უახლოეს მომავალში ტურიზმის დახმარების პაკეტი ცალკე უნდა წარადგინოს. რა უნდა იყოს გათვალისწინებული დახმარების პროგრამაში და როგორ უნდა შეძლოს კერძო სექტორმა ფეხზე დადგომა, ამ კითხვებზე ტურისტულ კომპანიებს კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ.

„როგორც იცით, ყველაზე მეტად პანდემიის გამო ტურიზმი დაზარალდა. სხვა სექტორები მეტ-ნაკლებად შეიძლება აღდგეს, როგორიცაა რესტორნის ბიზნესი, მაგრამ ტურიზმს, განსაკუთრებით შემომყვანს, ძალიან შეეშალა ხელი. იმ ნიშნულის მიღწევას, რის დადებასაც ამ სეზონზე ვაპირებდით, არ ვიცი როდის მივუახლოვდებით. გარდა იმისა, რომ ქვეყნის შიგნით სწორი მენეჯმენტი უნდა იყოს და სუბსიდირება გვჭირდება, ასევე დამოკიდებულები ვართ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და ზოგადად, ამ ვირუსის ჩაცხრობის ტემპზე.

მსოფლიოში ფინანსების ნაკლებობაა, შესაბამისად, ტურები, რომელიც იყიდებოდა 1000 დოლარად, ამ თანხებში ვეღარ გაიყიდება. ტურისტი, რომელიც ხარჯავდა 10 000 დოლარს, მისი მხარჯველობითი დონე 40 პროცენტით დაეცემა. ტურისტული კომპანიების განსავითარებლად უნდა მივმართოთ თანხები, რადგან ჩვენ მოგვიწევს ფასების დაწევა და ტურისტების მოთხოვნებზე მორგება“, - განაცხადა მურაჩაშვილმა.

Maverick ტურიზმის აღდგენის იმედად ყოფნა ამ ეტაპზე უტოპიაა. დიდი შემოდინების იმედი ღმერთმა ქნას ზამთრის სეზონისთვის ახდეს, ამ ეტაპზე უტურისტოდ ტურისტულმა კომპანიებმა რა უნდა გააკეთოს? რაც არ უნდა დაფინანსება მიიღოს და ხარჯები გაწიოს წლის ბოლომდე თუ თუ დაიწყო ტურისტების შემოსვლა სასწაული იქნება!...
4 წლის უკან
ლაზი ტურისტულმა სფერომ ნამდვილად გამანადგურებელი დარტმა მიიღო, მაგრამ მაღალშემოსავლიანი ბიზნესი იმავდროულად მაღალრისკიანიც რომ არის ეს ზოგადად ცნობილია. აქ გასაკვირი არაფერია. სწორედ "დიდი ტურიზმი" გახდა იატალიის და ესპანეთის (და არა მარტო) "დიდი უბედურების" მთავარი მიზეზიც.
საქართველოს გაუმართლა, ვირუსი ტურისტულ სეზონს რომ არ დაემთხვა თორემ, წარმოდგენაც არ გვაქვს რა სიკვდილის კალო დატრიალდებოდა.
არსებულ ტურისტულ რესურსებს ბაზარი დროთა განმავლობაში როგორმე შეიწოვს, მაგრამ ამ სფეროს კიდევ გაფართოებაზე თუ ვინმე ფიქრობს, დიდი სისულელე იქნება. განსაკუთრებით მოწყვლადია (მყიფეა, არასტაბილურია) გართობაზე ორიეტირებული (საპლიაჟო, სათხილამურო) ტურიზმი.
ტურიზმი კარგია მაგრამ, მაგრამ მას ნოყიერ სუფრაზე მხოლოდ დესერტის როლი აქვს.
ატლანტის ოკეანის სამოთხედ წოდებული კუნძულები ტურისტებით იყო სავსე, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა როგორ "სამოთხეში" ცხოვრობს ესეც ცნობილია.
დროა დავანებოთ თავი იოლი გზით ფუფუნებაში ცხოვრებაზე ილუზიურ ოცნებას და საქმეს მივხედოთ.
მთელი რესურსები მატერიალური წარმოების სფეროს განვითარებაზე უნდა იქნას მიმართული.
ჩვენს რეალობაში, ტურიზმი - ეს არის დესერტი, ცარიელ სუფრაზე.
4 წლის უკან
dimpi გლიჯავს ტურიზმზე აშენებული დემონკრატიის შუქურა, ბორჯომი დესერტად გამოდგება
4 წლის უკან
dimpi არადა თავიდან მარტო ბორჯომი უნდოდათ, სულ დესერტზე ხო არ ვიქნებოდით კაცოუ?
4 წლის უკან