„გვაქვს ძალიან დიდი შეზღუდვები, რომლებიც არაფერს ემსახურება!“

„გვაქვს ძალიან დიდი შეზღუდვები, რომლებიც არაფერს ემსახურება!“

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებამ მოსახლეობასთან ერთად სპეციალისტებშიც უკმაყოფილება გამოიწვია. მთავრობის მკაცრი ნაბიჯების გადადგმას ახნას უკვე ვერავინ უძებნის. მით უფრო, რომ ასეთი შეზღუდვები მსოფლიოში არც ერთ სახელმწიფოს არ დაუწესებია, როდესაც მთელი ქვეყანა მთლიანად გაჩერებულია.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პოპულისტური გადაწყვეტილებებს და უჭირს ქმედითი, ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. მისი აზრით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს მეტ-ნაკლებად უმკლავდება.

„თაფლობის თვე დასრულდა, კითხვების დასმის დრო დადგა, რომელზეც ჩემი აზრით, ხელისუფლებას სერიოზული პასუხები არ აქვს. კითხვები ეხება სოციალურ რისკებს, ეკონომიკისთვის მოკლევადიანი ბალიშის ჩაფენას და გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმას, ეკონომიკის რესტარტის მომენტისთვის.

პირველ ეტაპზე საზოგადოება შეზღუდვების მიმართ საკმაოდ ლოიალური იყო, მაგრამ ბოლო კვირის განმავლობაში მეჩვენება, რომ პარამეტრები ცოტა შეიცვალა. თუ ადრე განცდა იყო ისეთი, რომ ხელისუფლება საღი გონებით და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან მოქმედებდა, ახლა არარაციონალური შიში გახდა წამყვანი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვები უკავშირდება ემოციურ განცდებს, ვიდრე სახელმწიფოებრივ მოქმედებებს. მხედველობაში მაქვს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის გაგრძელება იმ ფორმით, რა ფორმითაც ხდება.

„არსებობს ფორსმაჟორული ლოგისტიკა, მათ შორის ოჯახების კომუნიკაცია, ასაკოვანი მშობლები და შვილები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და არსებობს გადაადგილების ობიექტური აუცილებლობა, არ არსებობს ჩამოყალიბებული საშვთა სისტემა, რომლის დახმარებითაც ამ ტიპის პრობლემის გადაწყვეტა იქნება შესაძლებლი. შეიძლება შეზღუდვების წინააღმდეგი არავინ იყოს, მაგრამ ერთი პრობლემის პრევენცია არ უნდა იწვევდეს, უფრო მძიმე პრობლემების გენერაციას.

ხელისუფლება ბოლო პერიოდში ცოტა მოიკოჭლებს და ვითარებაც საკმაოდ მყიფე გახდა. საზოგადოება ძალიან კარგად გრძნობს ამას და ლოიალობა შეიძლება გადავიდეს აგრესიაში, რა დროსაც დამატებითი სოციალური რისკი შეიძლება გაჩნდეს ქვეყანაში“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

კიდევ უფრო უარყოფითად აფასებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი. შეზღუდვები ამ დოზით არც ერთ ქვეყანას არ დაუწესებია და ეს არაერთ ბიზნესს გაკოტრების ფასად დაუჯდება.

„რა თქმა უნდა, ვირუსთან ბრძოლა უნდა იყოს პრიორიტეტი, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ადამიანები დავხოცოთ შიმშილით, კერძო სექტორი გავანადგუროთ და ჩვენი ეკონომიკა ისეთ მდგომარეობამდე მივიყვანოთ, რომ მისი ამუშავება ვეღარ მოვახერხოთ. ამაზე პასუხიმგებლობას არავინ იღებს. ძალიან ცუდია ასევე ის, რომ ხელისუფლება ვერ აანალიზებს და აცნობიერებს, თუ რა ეკონომიკური შედეგები მოჰყვება ყველაფერს. მთავრობას ობიექტურად არ აქვს იმ მასშტაბის დახმარების გაცემის საშუალება, რომელიც გასცეს განვითარებულმა ქვეყნებმა. როდესაც ამის საშუალება არ გაქვს, ასეთ რეალობაში ადამიანს მოძრაობის საშუალება მაინც უნდა დაუტოვო, რომ ლუკმაპური იშოვოს. ის მიდგომა, რომელიც დღეს აქვს სახელმწიფოს, არის ყოვლად მიუღებელი და გაუგონარი, ასეთი რამ არც ერთ ქვეყენას არ გაუკეთებია.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შეზღუდვები, რომლებიც არაფერს ემსახურება - დაწყებული მანქანით გადაადგილებიდან, დამთავრებული კომენდანტის საათით. არავის არ აუხსნია, თუ რას ემსახურება ეს აკრძალვები და რა კავშირშია ვირუსის გავრცელებასთან. ამის ობიექტური ახსნა არ არსებობს და ადამიანებს ექცევიან ისე, როგორც ცხვრებს“, - განაცხადა ბაირახტარმა.

Aburjga Tasmanieli ბაირახტარი თურქია?!
3 წლის უკან
ზურაბი ამათ უნდათ თან ისიამოვნონ და თან კორონავირუსს გაუმკლავდეთ.ეგრე ჯერ ვერავინ მოახერხა.
3 წლის უკან
Neasimon აი ამ ორ ინტერვიუს მოუსმინეთ და დასკვნები მერე გააკეთეთ: ბმული /> ბმული
3 წლის უკან
ლაზი აკრძალვით სახლში გაჩერება ჯობია, რეალურად დანახული საფრთხით სახლში დამალვას.
ამასთანავე, ყველაფერს აქვს თავისი ნორმა. ხვალ ალბათ გამოჩნდება რას აპირებს მთავრობა. ისე, როგორი ანტიკრიზისული გეგმაც არ უნდა წარმოადგინონ, ამ, ყველა ქვეყნის მიერ გატარებული ღონისძიებების მცოდნე, არავისგან არჩეული პრეზიდენტების მოსაწონს მაინც ვერაფერს მოიფიქრებენ.
3 წლის უკან