ბიზნესი შეზღუდვების მოხსნას დაახლოებით ერთ თვეში ელოდება

ბიზნესი შეზღუდვების მოხსნას დაახლოებით ერთ თვეში ელოდება

ბიზნესი შეზღუდვების მოხსნასა და გააქტიურებას დაახლოებით ერთ თვეში ელოდება. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის ინფორმაციით, მაისში, ალბათ, ბიზნესი გაეშვება და ეკონომიკური აქტივობა დაიწყება.

ახლა კრიზისი სახეზეა მთელ მსოფლიოში და ცხადია, საქართველოს გვერდს არ აუვლიდა. ამიტომ ახლა მთავარია სწორი ანალიზი და შეფასებები, რომელიც კომპანიებს პოსკრიზისული პერიოდის სწრაფად დაძლევაში დაეხმარება.

„ისეთი ვითარებაა, რომ ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფერო ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლაში მიიღო ძალიან მაღალი შეფასება და ეს არის გადამწყვეტი ეკონომიკისთვის. ჩვენთან დაბალია დაინფიცირებული ადამიანების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს პირდაპირპროპორციულ კავშირში არის იმასთან, თუ როგორც გამოვალთ ეკონომიკური კრიზისიდან. შეიძლება ჯერ არც კი ვიცოდეთ ის სიღრმე, თუ რა სახის პრობლემები დადგება ქართული ბიზნესის, ქართული ეკონომიკის წინაშე...

ცალსახად, კრიზისი უკვე სახეზეა, ეს ხდება მთელ მსოფლიოში და საქართველოს გვერდს ვერ აუვლიდა. ყველას კარგად გვესმის, როგორია ჩავარდნა და ბიზნესის გაჩერება. მაისის დასაწყისისთვის ან შუა რიცხვებისთვის ალბათ ბიზნესი გაეშვება, ეკონომიკური აქტივობაც დაიწყება და იმ დროს როგორი კონიუნქტურა იქნება ბიზნესში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი რადენიმე კვირა დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რა იქნება ეკონომიკაში”, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ეკონომიკური სტიმულირების ანტიკრიზისულ გეგმაზე ბიზნესი მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობს, მაგრამ მარტოოდენ ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესება ადგილობრივ წარმოებას შვებას ვერ მოგვრის, რადგან როგორც „ზედაზენის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი ამბობს, საქართველოს საექსპორტო ბაზრები ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში არიან. ამის გამო, ექსპორტი უკვე 50%-ის ფარგლებშია შემცირებული და ეს ვარდნა კიდევ გაგრძელდება.

„დღევანდელი გადასახედიდან არ მეგულება ბიზნესი, რომელსაც ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდეს. რაც შეეხება კრიზისიდან გამოსვლის გეგმას, ამ მიმართულებით ალბათ, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ვფიქრობ, დღეს უნდა ვიმუშაოთ იმაზე, თუ რა არის პირველი რიგის ამოცანა - ეს იქნება ადგილობრივი წარმოების განვითარება, ადგილობრივი ტურიზმისთვის ხელის შეწყობა თუ ა.შ.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა სამედიცინო დარგმა კარგი შედეგი აჩვენა და სიტუაციას კარგად უმკლავდება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში შედარებით მეტი იქნება ტურისტის შემოდინება, მაგრამ ეს არ იქნება ის რაოდენობა, რაც ჩვენ ეკონომიკას კრიზისიდან გამოიყვანს.

საკმაოდ რთული დრო გველოდება ვირუსის გადავლის შემდეგ, რადგან მთლიანად მსოფლიოში გაჩერებულია ეკონომიკა. საექსპორტო ბაზრები ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში არიან. მარტო ჩვენი კომპანიების მაგალითზე რომ ავიღოთ, ექსპორტი დაახლოებით 50%-ის ფარგლებშია შემცირებული. ამასთან, მცირდება ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხა. ქვეყანაში ბრუნდებიან ის ადამიანები, რომელთაც ასევე სჭირდებათ სამუშაო ადგილები, ამიტომ მთავრობისა და ბიზნესის ნომერ პირველი ამოცანა არის სამუშაო ადგილების შექმნა და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახერხოთ.

ვერც ბიზნესი და ვერც ხელისუფლება დამოუკიდებლად ამ კრიზისიდან ვერ გამოვალთ. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა ეს კრიზისი დავძლიოთ. ვირუსის გადავლის შემდეგ ისეთივე წარმატებით უნდა გავუმკლავდეთ წინ არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს, როგორც ამას ჩვენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ახერხებენ“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ჩოჩელმა.

ბიზნესს რთული ვითარებაშია ყველა მიმართულებით. სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია „ნოვას“ გენერალური დირექტორი ედიშერ ხიმშიაშვილ კორონავირუსის გავრცელების გავლენის შესახებ საუბრობს.

„თითქმის ერთი კვირაა, რეალიზაცია არ ხდება. ჩვენ ახლა შეტანილი გვაქვს განაცხადი ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე, ფორმა შევავსეთ და ველოდებით შემოწმებას ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომლებიც დაგვიდასტურებენ, რომ ნამდვილად ვაკმაყოფილებთ მოთხოვნებს შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამის შემდეგ, ველოდებით, რომ მუშაობის გაგრძელების ნებართვას მოგვცემენ“, - აცხადებს ედიშერ ხიმშიაშვილი და დასძენს, რომ ამ ვითარებაში იმპორტირებულ საქონელზე დღგ-ის გადახდა მაშინ უნდა მოხდეს, როცა პროდუქცია გაიყიდება ან მთავრობა „ოქროს სიის“ პირობებს უნდა დაუბრუნდეს, როცა იმპორტზე დღგ-ს ანგარიშსწორებისთვის ვადა 30 დღე იყო.

„ვფიქრობ, იმპორტზე დღგ მაშინ უნდა გადავიხადოთ, როცა რეალიზება მოხდება, რადგან არ ვიცით კრიზისის ხანგრძლივობა და არავინ იცის, ამ პროდუქციას 30 დღეში ვინმე გაყიდის თუ არა ან თუნდაც მის 20%-ს, რომ დღგ გადაიხადოს.

„ოქროს სიის“ სტატუსი რომ აღადგინონ, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ ეს მოთხოვნა ასოციაციების მეშვეობით, პირადი კომუნიკაციის დროს სამინისტროებთან. ეს ნამდვილად კარგი ნაბიჯი იქნება სახელმწიფოს მხრიდან“, - მიიჩნევს ხიმშიაშვილი.

Aburjga Tasmanieli ივერმეკტინი - ანტიპარაზიტული წამალი რომელიც უკვე 20 წელია ფართოდ გამოიყენება და არ აქვს გვერდითი მოვლენები საოცარია, მაგრამ ახდენს უძლიერეს ზემოქმედებას კოვიდ 19 ვირუსზე და ამის გარდა სხვა ვირუსების ფართო სპექტრზე. მაგალითად ივერმექტინის ზემოქმედების შედეგად კოვიდ 19 -ით დაფნფიცირებულ უჯრედოვან კულტურაზე 48 საათში ვრუსის კოლონია 5000 ჯერ შემცირდა. ინტერნეტში მარტივად შეიძლება ინფორმაციის მოძიება ივერმექტინის შესახებ. თუ ვინმეს შეგიძლიათ მიაწოდეთ ეს ინფორმაცია ჩვენს ქართველ ინფექციონისტებს!!! ივერმექტინით ადამიანების განკურნების შემთხვევაში 1 კვირაში შეიძლება ყველა საკარანტინო თუ სხვა ღონისძიებების გაუქმება და ქვეყნის ნორმალურ რიტმზე გადასვლა!
4 წლის უკან