„ახლა რომ საპენსიო სააგენტო გაჩერდეს, ხალხი იფიქრებს, ის თანხა, რაც დაგროვდა, წაიღეს და ჩინოვნიკები განკარგავენო“

„ახლა რომ საპენსიო სააგენტო გაჩერდეს, ხალხი იფიქრებს, ის თანხა, რაც დაგროვდა, წაიღეს და ჩინოვნიკები განკარგავენო“

საქართველოს მთავრობას უკვე ორმა ორგანიზაციამ მისცა რჩევა, დროებით შეჩერდეს საპენსიო ფონდში შენატანები. ამ აზრს ემხრობიან ბიზნესმენებიც, რომლებსაც ახლა ყველაზე ცუდი პერიოდი უდგათ. თუმცა, უკვე გამოჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც.

ფონდში შენატანების შეჩრების მომხრეთა შორისაა საინვესტიციო ბანკი „გალტ ენდ თაგარტი“, რომელმაც კორონავირუსის და გლობალურად ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის საქართველოზე ზეგავლენის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. უფრო ადრე და იგივე რეკომენდაციით გამოვიდა საქართველოს ექს-პრემიერ ნიკა გილაურის მიერ დაფუძნებული „რეფორმატიკსი“. საპენსიო ანგარიშებზე არსებული თანხის მოქალაქეებისთვის დაბრუნების ინიციატივით გამოდის პარტია „ევროპული საქართველოც“.

საპენსიო ფონდში შენატანების დროებით შეჩერებას ემხრობიან ბიზნესმენებიც. თემურ ჭყონიას აზრით, საპენსიო ფონდი თავისი იდეოლოგიით არის კეთილი სიბერის შესაქმნელად. დღეს კორონავირუსი მძვინვარებს და შეიძლება კეთილ სიბერეს ვერც კი მოვესწროთ. აქედან გამომდინარე, რისთვის ვაგროვებთ ფულს? - არავისთვის. ამიტომ ეს უნდა შეჩერდეს. საპენსიო ფონდის მთელი მუღამი და დანიშნულება არის, რომ შეგროვდეს რაღაც ფული, რომელიც იმუშავებს შენი შენატანის გასაორმაგებლად და გასასამმაგებლად, თორემ სულ რომ იმის შიში გაქვს, სად არის ჩემი ფულიო, არ გირჩევნია, შენ თვითონ შეიტანო ანგარიშზე და უყურო მაინც რამდენი შეგიგროვდა?! საპენსიო ფონდი უცხოეთში რომ იქმნება, ადამიანებს სურვილი აქვთ, რომ შევიდნენ და ჩვენ სურვილი არ გვაქვს. რასაც ვიხდით ფონდში, ძალდატანებითია“, - ამბობს ბიზნესმენი.

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილიც ცალსახად ეთანხმება, რომ ფონდში შენატანების განხორციელება უნდა შეწყდეს.

„ორჯერ ორი ოთხივით ნათელია, რომ საპენსიო შენატანების განხორციელება უნდა შეჩერდეს სანამ გადაივლის კრიზისი. ასობით ათასი ადამიანი უმუშევარი რჩება. სამწუხაროდ, ჩვენს ჯგუფს უკვე მოუწია მეოთხე ობიექტის დახურვა. დაახლოებით, 300 მოქალაქეს შევუჩერეთ ხელფასი და ვფიქრობთ, რა მოვუხერხოთ... შოკია აბსოლუტური და რა დროს საპენსიო დანაზოგია, არაა მაგის დრო“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე კი საპირისპიროს ამტკიცებს. მისი აზრით, საპენსიო ფონდში თანხის შეტანის გაჩრება არასწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ფონდი წვალებით მოპოვებულ ნდობას დაკარგავს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა მიიღებს გადწყვეტილებას თანხების აკუმულირება 12 თვით შეაჩეროს, შეიძლება საპენსიო რეფორმა საერთოდ მოკვდეს, რის შემდეგაც ესეთი ტიპის რეფორმა საქართველოში მინიმუმ სამოცი წელი საერთოდ ვეღარ განხრციელდება.

„არა მგონია სწორი ასეთი მოსაზრება, რომ 12 თვით გავაჩეროთ ისეთი სისტემური მნიშვნელობის, უპრეცედენტო რეფორმა როგორიც საპენსიოა. 0,6 მლდ ერთბაშად ხომ არ დაიზოგება, ეს მოხდება 12 თვის განმავლობაში. ისმის კითხვა-მიზნობრივად რაში დახარჯავენ ამ ფულს? ეკონომიკაში განახორიცლდება ინექცია? ალბათ, გულისხმობენ, რომ ეს 640 მილიონი მთავრობის ხელით ეკონომიკაში მიიმართოს.

ვთვლი, რომ ეს მიმართვა არაეფექტურია. ფული უნდა შეგროვდეს ისევ საპენსიო ფონდში, როგორც ახლა გროვდება და მიიმართოს ისე, როგორც კანონში იყო გაწერილი - ფასიანი ქაღალდების მეშვეობით. ჩვენ ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ, ამისათვის გვყავს საინვესტიციო საბჭო, რომელიც ყველაფერზე ძალიან ნელა რეაგირებს. ფონდში არის ფული, რომელიც პირდაპირ საფონდო დეპოზიტებზეა განთავსებული და ეკონომიკაში შედის ბანკების საშუალებით. ბანკებს ფული ისედაც აქვთ, ეს ფული ეკონიმიკაში კაპიტალის ბაზრის მეშვეობით უნდა შევიდეს“, - განუცხადა „კომერსანტს“ სურგულაძემ.

მისი აზრით, რეფორმა რომ ახლა გაჩერდეს და კომპანიებმა თავიანთი წილი აღარ გადაიხადონ, ეს აბსოლუტურად არასწორი მიდგომა იქნება, რადგან ზოგიერთ კომპანიას 2%-ს გადახდის პრობლება საერთოდ არ აქვს.

„ახლა რომ გავრცელდეს ინფორმაცია, რომ საპენსიო სააგენტო გაჩერდა, ხალხი იფიქრებს, რომ ის თანხა რაც უკვე დაგროვილია, წაიღეს და ჩინოვნიკები განკარგავენო. ეს იქნება ძალიან ცუდი მესიჯი. აქ ჯერ კიდევ ახსოვთ წარსულის ცუდი გამოცდილება. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ დისტანციერება მოგვეხდინა ამ პროექტის იმ ცუდი მოვლენებისგან“, - განაცხადა სურგულაძემ.

Maverick რჩევები სახელმწიფოზე "გულდათუთქული" ბიზნესმენების, ექსიქსების, განსაკუთრებით საეჭვო ორიენტაციის "ევროპული საქართველოს" მიერ ხელისუფლების ფინანსური პოლიტიკის დისკრედიტაციის შენიღბული ზეწოლაა, ამიტომ ყველა ამოსატრიალებელია და გადასაყვანია ქვეწოლის პოზაში!
4 წლის უკან
Goliaff სახელმწიფომ თავის მხრივ თუ ხალხის არჩეულია ურჩიოს "მრეჩეველებს" ნაკლები მილიონები გაიტანონ საზღვარგარეთ ოფშორებში და საკმარისად დარჩებათ არა მარტო საპენსიო შენეტანებისთვის
4 წლის უკან