ლალი მოროშკინა:  “ეს არის ჩვენი მომავალი თაობის გადარჩენის ერთადერთი გზა…!!!”

ლალი მოროშკინა:  “ეს არის ჩვენი მომავალი თაობის გადარჩენის ერთადერთი გზა…!!!”

ქვეყანაში სუიციდის შემთხვევებთან და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა, პიარ-ტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ “მარშალპრესთან” ვრცლად ისაუბრა:

„2013 წელს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან თხოვნის წერილი გავაგზავნე, რომ უფროსკლასელი ბავშვების ციხეებში შესვლის უფლება დაეშვათ და რატომ მინდოდა ამის გაკეთება? – იმიტომ, რომ შავი ცხოვრების, ციხის, ხულიგნობის რომანტიზება ხდებოდა, მსურდა ამ კუთხით გარკვეული პრევენცია მომხდარიყო… ძალიან ბევრი ქვეყნების მაგალითი მოვიყვანე, მათ შორის ევროპისა და ამერიკის, სადაც უფროსკლასელები ციხეებში იმ ბავშვებს სტუმრობენ, რომლებიც ძალიან დიდ გასაჭირში არიან… – ეს ერთგვარი პრევენციული ზომაა.

მე როგორც პედაგოგმა, საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ისეთი სტუდენტები მყოლია, რომელთა ოჯახში ასე ვთქვათ სრულფასოვანი სიტუაცია არ ყოფილა, ან ძალიან სერიოზული მარცხი განიცადეს, მაგალითად სპორტში…  – რის გამოც მათ ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებოდათ… მაგალითად ასეთი შემთხვევა მქონდა, ფეხბურთელი ბიჭი იყო, რომელსაც გუნდში სერიუზული პრობლემა ჰქონდა, როდესაც მიზეზი ვკითხე, ძალიან უხეშად მიპასუხა, ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად მქონდა ასეთი შემთხვევა. სტუდენტმა მიპასუხა: –  „შენი საქმე არ არის მე ვისწავლი, თუ არა“ –  დავინტერესდი რა პრობლემა ჰქონდა და არაოფიციალურ გარემოში, უნივერსიტეტის გარეთ შევხვდი, ვისაუბრეთ, მისი მეგობრები ვნახე, მერე ფეხბურთის მატჩზეც კი წავედით… მე ის მდგომარეობიდან გამოვიყვანე და დღეს ეს ბიჭი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. მე რომ მაშინ ფეხების ბაკუნი დამეწყო და მეთქვა „აღარ გამოგაყოლებ კარგ ნიშნებს’’ და ა.შ…  ეს რეალურად მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უფრო დაამძიმებდა,..  იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეთ, ახალგაზრდების პულსზე ხელი მუდმივად უნდა გვეჭიროს. მაგალითად, 24 დეკემბერს ძალიან ბევრი ჩემი სტუდენტი, მათ შორის ჩემი მეგობრის შვილები, შშმ პირთა ბავშვთა სახლში მიმყავს, სადაც როგორც შეუძლიათ, ჯიბის ფულს იკლებენ და თანატოლებს ასაჩუქრებენ – ეს ქმედითი ნაბიჯი მათში იმ გრძნობას აღვივებს, რომ ვიღაცას დახმარება სჭირდება… თანაგრძნობის და თანადგომის უნარს უღვივებს…

თუ ჩვენ ამას არ ვასწავლით, მაშინ  სწორედ იმ დესტრუქციული ელემენტებიდან ხდება ზემოქმედება, რომლებიც ძალიან ბევრ ცუდ თამაშს ეთამაშებიან ჩვენს შვილებს. მოდით ვთქვათ, რომ „ ლურჯი ვეშაპი“ ის სახელი ვიცით, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც სიკვდილს პროპაგანდას უწევს, იტაცებს ამ მოწოდებას –  „რათ გვინდა ეს ცხოვრება“ და ა.შ…  ისინი ხომ იგივე არიან რაც „ლურჯი ვეშაპის’’ მენტორები?! – ჩვენ უნდა გამოვგლიჯოთ ბავშვები აი, ამ სექტას ხელიდან. მაქსიმალური პოზიტივი, მაქსიმალურად შევეცადოთ იმ ადამიანებთან ვატაროთ, რომლებიც უფრო მეტად საჭიროებენ მათ მოფერებას, გვერდით დგომას. ნიდერლანდებში ტყუილად კი არ ჩაატარეს ექსპერიმენტი, როცა ბავშვთა სახლი და მოხუცთა თავშესაფარი გააერთიანეს, რომლებიც ახლა ერთმანეთს ეხმარებიან. თუ ჩვენ არ ვიფიქრეთ სიყვარულით როგორ გავიყვანოთ ფონს – თუნდაც ფსიქიურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვები, მაშინ რა ვყოფილვართ ჩვენ?! – ჩვენს ხელშია ეს ყველაფერი! –  მოხარული ვიქნები იქნებ განვმეორდეთ და თავიდან შევიტანოთ ეს თხოვნა, არ გვინდა არც ციხის რომანტიზება და არც სიკვდილის რომანტიზება!

და თქვენ, მედია საშუალებებს მოგიწოდებთ, რაც შეილება ნაკლები „სისხლი“ გადაეცით… მესმის, რომ დადებით ამბებს არ აქვთ ყურება, არ აქვთ „ლაიქები“, სკანდალი უნდათ… მაგალითად, თუ მე დღე ძალიან ბედნიერმა გავატარე, ამას სოციალურ ქსელში ერთი მოწონება აქვს და თუ მე დავეცი და წავიქეცი, მაშინ მილიონი… – ეს არის ადამიანის ბუნება… ჩარლი ჩაპლინიც ამაზე აკეთებდა ხოლმე აქცენტს, რომ დაცემული ადამიანი უფრო საინტერესო სანახავია, მაგრამ რეალურად რა მტკივნეულია ეს ყველაფერი…

ჩვენ უნდა შევძლოთ ნაკლები სისხლისგზით ვიაროთ, რათა პირველი „ნიუსი“ეს არ იყოს… რა უნდა გაეკეთებინა ნორვეგიას, როდესაც ბრეივიკმა 70 ახალგაზრდა ბავშვი სიცოცხლეს გამოასალმა, მაშინ ნორვეგია მუდმივ გლოვაში უნდა ყოფილიყო?! – რა უნდა ექნათ ბესლანის ტრაგედიისას, როდესაც ყოველი მეოთხე ბავშვი სპეცოპერციის დროს დახოცეს… წარმოგიდგენიათ ეს რამხელა რიცხვია?! და მაშინ ბესლანის ხელმძღვანელობამ, ჩეჩნებმა, რომლებიც საოცრად ვაჟკაცები არიან, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ გლოვა შეეწყვიტათ, რათა ახალი თაობის ფსიქიკაზე ეზრუნათ. მე შემიძლია ასეთი ძალინ ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ, სადაც რეალურად ათასობით ბავშვი დაღუპულა, და ქვეყანას მიუღია გადაწყვეტილება გლოვისთვის არ მიემართათ, ეს მხოლოდ ერთდღიანი ყოფილიყო და ეზრუნათ სხვა ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობაზე, – რადგან თანატოლის გარდაცვალება – ეს ძალიან მძიმე დაღია.მახსოვს 80 -იან წლების ბოლოს, სკოლაში თანატოლი გარდაგვეცვალა, შემდეგ კიდევ ომის დროს, კლასელები, ჯგუფელები დაგვეღუპა… – თბილისში ეს ტრაგედია იყო და ჩვენ ამ ტრაგედიაში გავიზარდეთ, და ალბათ იმიტომაც ჩემი თაობა, ეს არის ორმოცს გადაცილებული თაობა, რომლებიც თითქმის ყველა ფსიქოლოგიური პრობლემებით არის მოსული… მოდით, ჩვენს შვილებს ნუ ჩავაყენებთ ანალოგიურ მდგომარეობაში.

გამოსავალი ერთია – სიცოცხლე და სიკვდილი გვერდი- გვერდ დადიან, ჩვენ ორივეს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ გავამახვილოთ! – ეს არის ჩვენი მომავალი თაობის გადარჩენის ერთადერთი გზა. უარი ვუთხრათ დესტრუქციულ ელემენტებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენს იმისთვის, რომ ბავშვებს ახალი წელი წაართვან, ანუ დათესონ პანიკა, როგორც ეს ფილმებში ხდება… მათი მიზანი – ქვეყნის ძაძებში ჩაცმაა!“ – განაცხადა ლალი მოროშკინამ „მარშალპრესთან“ ინტერვიუში.

 

thrgg@yahoo.com მომწონს ამ ქალბატონის აზრები ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად!!!
7 თვის უკან