"რუსთავი 2"-ის თანამშრომლები დღეებს ითვლიან?!

როგორც "ივერიონთან" საუბრისას "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა აღნიშნა, ტელეკომპანიაში საქმე არც ისე კარგად მიდის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

"როგორც ცნობილია, "რუსთავი 2" სხვადასხვა დროს გარკვეული მაქინაციებით კანონიერ მფლობელებს წაართვეს და ახლა ტელეკომპანიის დაბრუნებაზე მიდის საუბარი და დავა, რაც ჟურნალისტებზე და სარედაქციო პოლიტიკაზეც ნეგატიურად აისახება", _ ამბობს ტელეკომპანიის თანამშრომელი.

იგი ასევე საუბრობს უკვე შექმნილ ფინანსურ პრობლემებზე, რომელიც სხვდასხვა გადაცემებს შეექმნათ "რუსთავი 2"-ზე.

რესპოდენტის თქმით, "ფინანსური პრობლემები აქვს თუნდაც ისეთ ცნობილ და რეიტინგულ თოქ-შოუს, როგორიცაა "შუა დღე", ასევე ფინანსურად გაუჭირდა დილის გადაცემას "დილა მშვიდობისა საქართველოს". ისიც ცნობილია, რომ დაიხურა პოპულარული ტელესერიალი "ალუბლების ქუჩა" (სერიალის გადაღება აღარ მიმდინარეობს), ახლა კი საინფორმაციო გადაცემების რეორგანიზაციის ჯერიც დგება.

"შემიძლია თამამად და გულისტკივილით ვთქვა, რომ დიდი ალბათობით ახალი წლის შემდეგ, შესაძლოა, ჩვენმა მაყურებელმა ბევრი ჟურნალისტი და წამყვანი სახეები "რუსთავი 2" ეთერში ვეღარ იხილოს, ჩვენ უკვე "რუსთავი 2"-ში ყოფნის დღეებს ვითვლით", _ აცხადებს ჟურნალისტი.