თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი გიორგი შავლიაშვილი უნივერსიტეტიდან გაიქცა. ამის შესახებ გაზეთ "ალიას" იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა მარიამ ცაცანაშვილმა განუცხადა. ცაცანაშვილის ვარაუდით, ამის მიზეზი ლექტორის დანაშაულებრივი საქმიანობაა.
"იურიდიულ ფაკულტეტზე მიწვეული იყო ვინმე გიორგი შავლიაშვილი, ლექციები უნდა წაეკითხა სტუდენტებისთვის და გაიქცა, კაცს ვეღარ პოულობენ. მოსამართლეა და ალბათ დააშავა რამე, აბა, რატომ გაიპარებოდა?", - აცხადებს ცაცანაშვილი.
მისი თქმით, უნივერსიტეტში შავლიაშვილის შემცვლელს ვერ პოულობენ.
"ლექციებიდან რომ გაეპარები სტუდენტებს, ჯერ რამხელა სირცხვილია და ახლა შემცვლელს რომ ვერ მოძებნი, რაზეა საუბარი? ჯერჯერობით ეს ერთი ლექტორია გაქცეული, კიდევ ვინ გაჰყვება, არ ვიცი", - აღნიშნა ცაცანაშვილმა