"აი, ეს საუბარი თუ კამათი გაიმართა ჩემსა და გივი თარგამაძეს შორის აგვისტოს ომის დაწყებამდე ჩემ კაბინაში და დასკვნა თავად გამოიტანეთ"

"მე ძალიან ცნობილი მფრინავი ვარ - "ბოინგის" მეთაური და აქედან გამომდინარე, შესაძლოა ჩემი გვარისა და სახელის დაფარვას აზრიც არ ჰქონდეს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ასე მირჩევნია. ძალიან საინტერესო ამბავი უნდა გავიხსენო. 2008 წლის აგვისტოს ომამდე ორი თვით ადრე, მაისში, თბილისიდან უკრაინაში, ბორისპოლში მივფრინავდი, ჩვეულებრივ რეისს ვასრულებდი. ამას რატომ გიყვებით იცით? ერთი ამბავი რომ არის ატეხილი - ომი ვინ დაიწყო და ვინ არ დაიწყოო, აი, იმიტომ!", - აცხადებს ინკოგნიტო რესპონდენტი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "აი, ეს საუბარი თუ კამათი გაიმართა ჩემსა და გივი თარგამაძეს შორის აგვისტოს ომის დაწყებამდე ჩემ კაბინაში და დასკვნა თავად გამოიტანეთ.

"დავინახე, თვითმფრინავის ტრაპზე გივი თარგამაძე ამოდიოდა. ვიცოდი, აუცილებლად კაბინაში შემოვიდოდა, სადაც ჩვენი, მფრინავების ადგილია. ეგ ჩვევად ჰქონდა. "პარავადნიცა" გამოვიძახე და ვუთხარი, გივი თარგამაძე უსათოდ შემოვა კაბინაში და თუ გთხოვოს, შემოიყვანე, თავისას მაინც არ დაიშლის და მაგის ნერვები არ მაქვს-მეთქი! მარტო იყო, არანაირი დელეგაცია არ ყოფილა. მართლაც, ავფრინდით თბილისიდან და სიმაღლე ავიღეთ თუ არა, გივი თარგამაძე დაბარებულივით შემოვიდა ჩვენს კაბინაში. მივესალმეთ ერთმანეთს, ერთმანეთი მოვიკითხეთ. არც ერთ სიტყვას არ მივუმატებ ამ ყველაფერს და არც მოვაკლებ! გივი თარგამაძე პირდაპირ მეუბნება - "რუსებს უნდა მოვუტ...ნათ დედის ტ-კი, მაგათ უნდა დავცხოთო"! როგორ უნდა დასცხოთ-მეთქი! - ვკითხე. ჩემ გვერდით იჯდა მეორე მფრინავი და თუ საჭირო გახდება, ისიც დაადასტურებს ამ საუბრის სისწორეს, რომ თარგამაძე ასე ლაპარაკობდა და მე არაფერს ვიგონებ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინკოგნიტო მფრინავი.

"როგორ დასცხებთ რუსებს, მერე ჩვენც ხომ დაგვცხებენ-მეთქი? - არ ვეშვებოდი თარგამაძეს, რომელმაც მიპასუხა - "მაგათ დედას მოვუტ...ნავთო"! ლოგიკა სად არის, მაგრამ შეხედეთ რა მითხრა - "40 თვითმფრინავი რომ შემოვიდეს, 15-ს ეგრევე ჩამოვაგდებთო"!!! მე მაშინ არ მივაქციე ყურადღება მაგრამ მერე გამახსენდა - მე გამაკეთებინეს რეისი და მე ჩამოვიტანე ის ტექნიკა, რომელიც 15 თვითმფრინავს ერთდროულად აგდებს!. ეტყობა, ამის იმედად იყვნენ ეს შობელძაღლები!", - განაგრძობს რესპონდეტი.

"ვეუბნები, კი, დავუშვათ იმ 40 თვითმფრინავიდან 15 მართლაც ჩამოვაგდეთ, მაგრამ იმ დარჩენილ 25 თვითმფრინავს რას უშვებით, მთელ საქართველოს რომ გადაბუგავენ და ქვას ქვაზე არ დატოვებენ-მეთქი? - "მაინც დედას მოვუტ...ნავთო"! - იმეორებდა თარგამაძე, აბსოლუტურად ფხიზელი იყო, მაგას სიმთვრალისა არაფერი ეტყობოდა, არც სასმელის სუნი მიგრძვნია და არც არაფერი მსგავსი. ასე ჩხუბითა და კამათით ჩავფრინდით ბორისპოლში. ახლა მე ვკითხულობ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ამათ არ ჰქონდათ გადაწყვეტილი რუსებთან ომის დაწყება? მე ამას ვერავინ დამაჯერებს, რომ ესენი ამას არ გეგმავდნენ და ომისთვის არ ემზადებოდნენ", - მიიჩნევს ინკოგნიტო მფრინავი.

"ბოლოს მე თარგამაძეს ვითხარი კიდეც ის, რაც სინამდვილეში ორი თვის თავზე მოხდა - ბატონო გივი, რუსები აუცილებლად შემოვლენ, დაგვბომბავენ, გადაგვივლიან და გაგავანადგურებენ მეთი! - "მაინც დედას მოვუტ...ნავთო"! - სულ ამას გაიძახოდა და იმეორებდა ეს კაცი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო მაშინ გივი თარგამაძე და როგორ გგონიათ, ამათ გადაწყვეტილება რომ არ ჰქონოდათ მიღებული ომის დაწყების შესახებ, თარგამაძე ასე დაჟინებით და აკვიატებულად დამელაპარაკებოდა? გამორიცხულია! აი, ეს საუბარი თუ კამათი გაიმართა ჩემსა და გივი თარგამაძეს შორის აგვისტოს ომის დაწყებამდე ჩემი "ბოინგის" კაბინაში და დასკვნა თავად გააკეთეთ, რისთვის ემზადებოდა თუ არ ემზადებოდა საქართველოს ხელისუფლება", - დასძენს "ბოინგის" მფრინავი.

"პატივცემულო მკითხველო, დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი გენერალური პროკურატურა წინამდებარე ინტერვიუში მოხმობილი ფაქტებით დაინტერესდება და გივი თარგამაძეს ზრდილობიანად ჰკითხავენ - რის და ვის იმედად აცხადებდა ის სამგზავრო "ბოინგის" კაბინაში, "რუსებს დედას მოვუტ...ნავთ" და "40 თვითმფრინავიდან 15-ს ეგრევე ჩამოვაგდებთო"? დიახ, ამის იმედი მაქვს, თუმცა ამ ბოლო დროს კახი კალაძეს, გოკა გაბაშვილსა და გივი თარგამაძეს შორის გახურებულ "პაჩი-პუჩს" რომ ვუყურებ, სახტად ვარ დარჩენილი და თვალებს ვისრეს - მეჩვენება თუ რა ხდება?... ნეტავ მართლა მეჩვენებოდეს პატივცემულო მკითხველო", - წერს სტატიის ავტორი.