ია ფარულავა:

ია ფარულავა: "ეჰ, მიშა, მოგეყვანე ცოლად... ასეთ დღეში არ ჩავარდებოდი"

ცნობილი ტელეწამტყვანი, ია ფარულავა, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, ჟურნალ "რეიტინგში" გამოქვეყნებულ მასალას - "პრეზიდენტის ნაშები და ფავორიტები" გამოეხმაურა.

"ეხ მიშა მიშა... მოგეყვანე ცოლად... ესეთ დღეში არ ჩავარდებოდი" - ასეთი კომენტარი გაუკეთა ტელეწამყვანმა სტატიას, რომელშიც სააკაშვილის კულუარულ პირად ცხოვრებაზეა ლაპარაკი.

იას "დაშეარებულ" ლინკზე მალევე უამრავი მოწონება და კომენტარი გაჩნდა. "გაყოლოდი მერე" - ასეთი კომენტარი გააკეთა იას ერთ-ერთმა მეგობარმა, რაზეც ფარულავამ უპასუხა, რომ ის "ჟვანიამ დაბლოკა".

ჟურნალ "რეიტინგის" მასალა "პრეზიდენტის ნაშები და ფავორიტები" "ამბები.გე"-მ გამოაქვეყნა.