თურქეთში, ქალაქ ბურსაში ახალგაზრდა ქართველი ქალი მოძალადეების მსხვერპლი გახდა. როგორც თურქული ინტერნეტგაზეთი "Milliyet" იუწყება, 29 წლის საქართველოს მოქალაქე ოთხმა მამაკაცმა გააუპატიურა. მათ ქალი ერთ-ერთ სახლში ჩაკეტეს და 3 დღის განმავლობაში მასზე ძალადობდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოდან ბურსაში ქალი მეგობრის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელთანაც ურთიერთშელაპარაკება მოუხდა. კამათის შემდეგ ქალი ახლოს მდებარე პარკში შევიდა და ატირდა. მას ოთხი ახალგაზრდა მიუახლოვდა, რომლებმაც დახმარება შესთავაზეს. მათ გოგონა მოტყუებით მიიყვანეს ერთ-ერთ ბინაში, ჩაკეტეს და რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ.
ქალმა, რომელიც თავის მეგობარს ვერ დაუკავშირდა, განცხადებით პოლიციას მიმართა. თურქმა სამართალდამცავებმა დამნაშავეები დააკავეს და მათ ადამიანის გატაცებასა და გაუპატიურებაში წაუყენეს ბრალი.
მომზადებულია milliyet.com.tr-ის მიხედვით.