ჩავი:

ჩავი: "არ უარვყოფ, რომ "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა"

ლეგენდარული ესპანელი ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ კატალონიის „ბარსელონაში“ დასაბრუნებლად მზად არაა. ჩავის განცხადებით, ეს მისი სურვილი და მიზანია, მაგრამ ახლა ამის დრო არაა.

„არ უარვყოფ იმ ფაქტს, რომ „ბარსელონაში“ დაბრუნება მინდა, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყო. მჭირდება სამწვრთნელო გამოცდილება, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულით უნდა მივიღო. „ბარსელონაში“ ჩემი დაბრუნების დრო ჯერ არ მოსულა“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, ლეგენდარულმა ესპანელმა კარიერა ცოტა ხნის „ალ-სადიში“ დაასრულა და ამავე გუნდში მუშაობა მთავარ მწვრთნელად დაიწყო.