ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რუდ ვან ნისტელროი სამწვრთნელო კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძლებს. როგორც Sky sport-ი იტყობინება ნისტელროი "ლესტერს" ჩაიბარებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და ნიდერლანდელი სპეციალისტი "მელიებს" შაბათს "ბრენტფორდთან" გასამართ შეხვედრაში უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ვან ნისტელროი მანჩესტერ "იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელი იყო, რა დროშიც მან "წითელ ეშმაკებს" 3 შეხვედრაში უხელმძღვანელა, აქედან 2-ჯერ სწორედ "ლესტერის" წინააღმდეგ და ორივეჯერ მოახერხა "მელიების" დამარცხება.
"ლესტერს" 12 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და პრემიერლიგის ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს.