დი მარიამ მესის გაუსწრო და ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე პასების რაოდენობით რონალდუს მიუახლოვდა

დი მარიამ მესის გაუსწრო და ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე პასების რაოდენობით რონალდუს მიუახლოვდა

ლისაბონის „ბენფიკას“ 36 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურის მატჩში „მონაკოსთან“ (3:2) ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო მეპასეების სიაში მეორე ადგილი დაიკავა.

ამრიგად, არგენტინელს ევროთასების მთავარ ტურნირზე უკვე 41 საგოლე გადაცემა აქვს, რისი წყალობითაც თანამემამულე ლიონელ მესის გაუსწრო, რომელსაც 40 საგოლე პასი აქვს. ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი ცნობილი პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა 42 საგოლე გადაცემით.

2024/2025 წლების სეზონის 16 მატჩში ყველა შეჯიბრში, ნახევარმცველმა რვა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.