ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
18 ივნისს ალეგრი და „იუვენტისის“ პრეზიდენტი ანდრეა ანელი სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავენ. იტალიელი სპეციალისტის გადაწყვეტილების მიზეზი არ კონკრეტდება.
ალეგრის წასვლის შესახებ მედიაში ინფორმაცია ჯერ კიდევ 9 მაისს გავრცელდა. მის მომდევნო გუნდად „ბარსელონა“ და „პსჟ“ განიხილება.
ალეგრი „იუვენტუსს“ 2014 წლიდან წვრთნის.