ნაცუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა კვლავ გაიმარჯვა. ქართველი სუმოისტის მეტოქე პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იყო.
ტოჩინოშინს კიდევ 5 გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს.
ლევან გორგაძის შემდეგი მოწინააღმდეგე სეკივაკე იჩინოჯო იქნება, რომელსაც კარიერაში 19-ჯერ შეხვდა და 14-ჯერ დაამარცხა.