AS: „ბარსელონა“ შესაძლოა ათმა ფეხბურთელმა დატოვოს

AS: „ბარსელონა“ შესაძლოა ათმა ფეხბურთელმა დატოვოს

ზაფხულში, სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონა“ შესაძლოა 10-მა ფეხბურთელმა დატოვოს. ამის შესახებ AS.com წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გუნდიდან ჯერ შემდეგი ფეხბურთელები წავლენ. ლაპარაკია ჯეისონ მურილოსა და კევინ-პრინს ბოატენგზე. ისინი თამაშს „ვალენსიასა“ და „სასუოლოში“ განაგრძობენ თამაშს.

ესპანური კლუბის დატოვებას გეგმავს ტომას ვერმალენი და მეკარე იასპერ სილესენი. „ბარსელონა“ მყიდველს ეძებს ფილიპე კოუტინიოსთვის.

საფეხბურთო კლუბი მზადაა მალკომის გასაყიდადაც. არავინ გამორიცხავს იმას, რომ „ბარსელონა“ შესაძლოა სამუელ უმტიტმა დატოვოს. მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება ივან რაკიტიჩზე, დენის სუარესსა და რაფინია ალკანტარასზე.