„აიაქსისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, პატრიკ კლუივერტი, თავის „ინსტაგრამში“ ამსტერდამული და კატალონიური კლუბების ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას გამოეხმაურა.
„ორი უმძიმესი საღამო გადავიტანე. „ბარსელონა“ და „აიაქსი“ ის გუნდებია, რომლებიც ყოველთვის იქნებიან ჩემს გულში. ორივე კლუბის ყველა ფეხბურთელს მადლობას ვუხდი ფანტასტიკური გუნდური სულისა და პერსონალური წვლილისთვის ყველა მატჩში. განსაკუთრებით ამას „აიაქსის“ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ვიტყვი.
„ლივერპულს“ და „ტოტენჰემს“ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას ვულოცავ.“ - წერს კლუივერტი.