იკერ კასილიასი საავადმყოფოდან გაწერეს

იკერ კასილიასი საავადმყოფოდან გაწერეს

პორტუგალიური „პორტუს“ მეკარე იკერ კასილიასი საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ BBC წერს.

ექიმები 37 წლის სპორტსმენს უახლოეს თვეებში დატვირთვისგან თავის შეკავებას ურჩევენ. „რამდენიმე დღის წინ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ეს შეიძლებოდა ნებისმიერ დროს მომხდარიყო. ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა"- განაცხადა კასილიასმა საავადმყოფოს დატოვების შემდეგ.

გულის შეტევა კასილიასს პირველს მაისს ვარჯიშის დროს დაემართა, რის გამოც ფეხბურთელს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს.