საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი აცხადებს, რომ გუნდში მეკარის, ცენტრალური მცველის და თავდამსხმელის პოზიციები უნდა გაძლიერდეს. გამოცემა Don Balon-ის ცნობით, მესიმ თითოეულ პოზიციაზე კანდიდატები შეარჩია.
მესი მიიჩნევს, რომ „ბარსელონამ“ „აიაქსის“ მეკარე ანდრე ონანის ყიდვა უნდა სცადოს. ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე მესი მატეის დელიგტას განიხილავს.
რაც შეეხება ფორვარდის პოზიციას, მესი მიიჩნევს რომ ამ პოზიციაზე ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფეხბურთელი ლუკა იოვიჩი და „ეინთხოვენიდან“ ირვინგა ლოგანო გაამართლებს.
საგულისხმოა, რომ ანალოგიური შეთავაზება „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა.