შალვა ნათელაშვილის

შალვა ნათელაშვილის "Top-მარგალიტები”

"ნაძალადევის რაიონში იმხელა ორმოებია გზებზე, ჯანმრთელი კენგურუც ვერ გადაახტება"...

პოლიტიკოსი ნათელაშვილის ფრთიანი ფრაზები ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებდა საზოგადოებას. რამდენიმე პოლიტიკოსს მეტსახელიც მოუგონა, მაგრამ "ლეიბორისტების" წინასაარჩევნო სლოგანი - ”მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ - ვიწყებთ!” ნამდვილ ჰიტად იქცა.

მართალია, "ლეიბორისტები" პარლამენტში ვერ მოხვდნენ, მაგრამ მათ ლიდერს თანამედროვე რობინ ჰუდის სახელი შემორჩა. ამჯერად გთავაზობთ შალვა ნათელაშვილის ”მარგალიტებს”, რომლებიც პოლიტიკოსმა სხვადასხვა დროს გამოსვლებზე გამოიყენა:

"ჩვენმა მთავრობამ არ იცის, რომ დედამიწა ბრუნავს, თორემ კატაობაში ფულს გადაგვახდევინებდნენ".

"ნაძალადევის რაიონში იმხელა ორმოებია გზებზე, ჯანმრთელი კენგურუც ვერ გადაახტება"...

შალვა ნათელაშვილი სტუმრად დავით აქუბარდიას ტელეშოუში

შალვა ნათელაშვილი: "როგორც დიდმა ილიამ ბრძანა, ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ".

დავით აქუბარდია: "ბატონო შალვა, ეგ აკაკიმ თქვა"...

შალვა ნათელაშვილი: "კი, აკაკიმ თქვა, მაგრამ ილიაც დაეთანხმა"...
(არადა, აკაკიმ ეს სიტყვები ილიას გასვენებაში თქვა)

"მწოლიარე ინსპექტორები მოგვიჩინეს გზებზე", - თქვა ერთ-ერთ გადაცემაში ნათელაშვილმა გზებზე სიჩქარის შემზღუდავი ბამპების შესახებ.

"ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნესკლასით რომ დაფრინავენ, რა ჰგონიათ, წინ რომ იჯდებიან, პირველები ჩავლენ თუ რა?"

"ნორმალური ორგანიზმები განაყოფიერებით მრავლდებიან, "მოქალაქეთა კავშირი" კი ბაქტერიებივით დაყოფით მრავლდება"...

"წავიდა ნატო და მივდევთ ყვირილით ”დეიდა ნატო, დეიდა ნატოო”...

მიხეილ სააკაშვილზე: "დადის აქეთ-იქით და დაათრევს იმ ტრიბუნას სარკოფაგივით!"

"თბილისში ხუთი თვითმფრინავი რომ დასვა ერთდროულად, ხუთივედან სააკაშვილი ჩამოვა".

"მიშამ ათასკაციანი ტერორისტული დაჯგუფება გამომიგზავნა სალიკვიდაციოდ".

"როგორც პატარძალს არ ასცდება პირველი ღამე, ისე მიშას გადადგომა".

"რას შევარდა პარლამენტში აბორიგენთა ტომის ბელადივით?!"

"სააკაშვილი ცუნამივით დაატყდა თავს საქართველოს"...

"ამერიკას ნაბრძანები აქვს მიშასთვის, რომ "ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებაში არ დაუშვას"...

"სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გატყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში; ხოლო სააკაშვილი სუპერგატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან".

არჩევნებზე:

"ორი ამოუხსნელი ამოცანა აწუხებს კაცობრიობას: არის თუ არა სიცოცხლე მარსზე და რამდენი ამომრჩეველია საქართველოში".

"ახლა თქვენ გჯერათ, რომ დუშეთში მოიგო ვალოდია ჯინჭარაძემ, რადიატორთან რომ ზის და შალვა ნათელაშვილმა წააგო?"

განათლების რეფორმაზე და ალექსანდრე ლომაიაზე:

"ეგ ირმის კი არა, ჯორის ნახტომია"...

"ქართველი შუშანიკის წამების ისტორია ამოიღო ლომაიამ სასწავლო პროგრამიდან"...

შალვა ნათელაშვილის მიერ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული მეტსახელები:

დაღლილი ვირი - ზურაბ ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრობის დროს.

ბუხრიდან ჩამოვარდნილი მაჯლაჯუნა - ეროსი კიწმარიშვილი.

აჭარელი ლუი დე ფიუნესი - კობა ხაბაზი.