ოპერაცია «კენიგსბერგი», ანუ ვასილიჩის ახალი თავგადასავლები

ოპერაცია «კენიგსბერგი», ანუ ვასილიჩის ახალი თავგადასავლები

ოქტომბერს რუსულმა ტელეკომპანია «ნტვ»-აჩვენა ნაწყვეტები ვიდეოჩანაწერიდან,რომელშიც მამაკაცირომელიც ძალიან ჰგავდაგივი თარგამაძესნაცნობი ხმით საუბრობდარაცძლიერ ჰგავდა  პარანოიდალურ ბოდვასიქვეიმყოფებოდა რამდენიმე პიროვნებარომლებიცრუსულმა აუდიტორიამ იქაურ ოპოზიციონერსერგეი უდალცოვსა და მის თანამოაზრეებსმიამსგავსაპოსტსაარჩევნო ციებ-ცხელების გამოქართულმა საზოგადოებამ ამ ჩანაწერსრომელიცორიოდე თვის წინ სერიოზულ სკანდალსგამოიწვევდაყურადღება არ მიაქციაარადაისარა მხოლოდ რუსეთის უახლოეს წარსულს,არამედპარადოქსულადსაქართველოსმომავალსაც ეხება.

ტელემაყურებლებმა ჯერ ვერ დაადგინეს, თუ სად გაიმართა ფირზე აღბეჭდილი შეხვედრა, თუმცა თავს უფლებას მივცემ, გამოვთქვა მოკრძალებული ვარაუდი, რომ ფიგურანტები შეიკრიბნენ შიზარიუმში ასათიანის ქუჩაზე, რადგან ნებისმიერ სხვა გარემოში მსგავსი დიალოგები უადგილოა. იმისთვის, რომ გივი ვასილიჩის გეგმების მართლაც რომ კოსმოსური მასშტაბი თავიდანვე შევაფასოთ, ალბათ, აქვე ერთი ციტატა უნდა მოვიყვანოთ (ის შეიძლება გაუმართავად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს თარგმანის ბრალი როდია, საქმე ისაა, რომ ვასილიჩი რუსულ ენას ცუდად ფლობს და წინადადებებს გამართულად ვერ აყალიბებს). «ჩვენ გვაქვსერთი ასეთიერთობ სულელური იდეაანუ ასეთიასე ვთქვათმეტისმეტად ავანტურისტული,მაგრამ მე ის მომწონსთუ იქნება მცდელობაუბრალოდმთლიანად აღებულ იქნასხელისუფლება კალინინგრადში... სიტუაციის მთელი კაიფი რაშიამათ უნდა გადაისროლონ იქდამატებითი ნაწილებიხომდა როგორეს ხომ ნატოს ტერიტორიის გავლით უნდა გააკეთონ.ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოითხოვონ სივრცედა მაშინროდესაც ისინიპოლიცაები,დაარღვევენ ამ სივრცეს და როდესაც დაარღვევენმაშინ..., _ ღაღადებდა ვასილიჩი, _ საერთოდ,ჩემი იდეალისტური იდეასრულიად სხადასხვა მხარეში ერთდროული გაკეთებაა,ვლადივოსტოკში და კალინინგრადში... სხვადასხვა მხარეალოგისტიკური კატასტროფა იქნებამისთვისუბრალოდ».

სამწუხაროა, რომ ტრასცედენტური იდეალიზმის მამა ემანუილ კანტი ცოცხალი აღარ არის (იქვე, კალინინგრადში, ყოფილ კენიგსბერგშია დაკრძალული) და არ შეუძლია მთელი სიგრძე-სიგანით შეიგრძნოს ვასილიჩის «იდეალისტური იდეა» და აღარაა ამქვეყნად ფელდმარშალი ფონ შლიფენი, კალინინგრადსა და ვლადივოსტოკზე ერთდროული დარტყმის შემზარავი სტრატეგიული სილამაზის ადეკვატურ აღქმას მხოლოდ ის თუ მოახერხებდა. ოპტიმიზმს ამ დრამატულ ვითარებაში მხოლოდ ის იწვევს, რომ პლანეტაზე ჯერჯერობით არაერთი კარგი ფსიქიატრი ცხოვრობს. 

საბრალო კენიგსბერგი, ჯერ ბესარიონოვიჩმა აიღო, ახლა ვასილიჩი მიადგა. სწორედ ის მრისხანე ვასილიჩი, რომელმაც 2010-ში უკრაინული არჩევნების დროს დონეცკზე შემდეგი რამ თქვა: «ეხლა თუ იმენაგვემტერებიანმაშინ მეც ვემტერებიჩავალ და მაგ ქალაქს  დავახურავ თავზეთან ატვეჩაი ვარჩემს სიტყვებზელუბოი ადგილას რა». მართალია, დონეცკი გადარჩა, მაგრამ ეს, ალბათ, არ ნიშნავს, რომ სხვა ქალაქებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ, რამეთუ ვასილიჩი, იგივე გივი კენიგსბერგსკი, მათ კარიბჭეს უახლოვდება.

ალბათ, დროა, ირონია გვერდზე გადავდოთ, რათა ვნახოთ, რომ საქმე ძალიან მძიმე სიტუაციასთან გვაქვს:ადამიანირომელიცფორმალური თვალსაზრისითჯერ კიდევ საქართველოს საკანონმდებლოხელისუფლებას წარმოადგენსმეზობელი ქვეყნის ქალაქებში ხელისუფლების დამხომასგეგმავს. თანაც აშკარაა, რომ მას თანამოაზრეები ჰყავს, რაზეც მიუთითებს რეპლიკა: «ჩვენ გვაქვს იდეა», ხოლო სხვა ეპიზოდებიდან ნათლად ჩანს, რომ ის პუტინის მოწინააღმდეგეების მოქმედების ორგანიზებას და კოორდინირებას ცდილობს. ყოველივე ეს თავისთავად ქმნის ნიადაგს უდიდესი საერთაშორისო სკანდალისთვის, თუმცა ვასილიჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, ამით არ შემოფარგლულა. კიდევ ერთი ციტატა: «არის ასევე კარგი კონტაქტები ჩეჩნებთანანუ ახლა ერთი რაღაც კარგი პროვოკაცია,რომელიც ახლა ძალიან ითამაშებდარა თქმა უნდაჩვენ გადავწყვიტეთრომ დრო არისცოტარომ გაფართოვდება... მაგრამ ეს უკვე იქნება ეფექტი... იქ იმ სადგომზეიქ იმ რაღაცითიქ მეორესიტუაციამესამეკალიბრი ცოტა რომ გაიზარდოსეს უკვე...». მართალია, ამ შემთხვევაში ვასილიჩს არ უხსენებია «ბომბი» ან «აფეთქება», მაგრამ, ალბათ, არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსი გამომძიებლები ამ სიტყვების უკან რუსეთში ტერორისტული აქტების ორგანიზების მცდელობას დაინახავენ (აქ ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ჩვენებებს  მისცემენ ვასილიჩის თანამოსაუბრეები). საუბარი შეიძლება საერთაშორისო ტერორიზმზე მიდგეს, ამ შემთხვევაში კი ხუმრობა ნამდვილად დამთავრდება.

ეს საკვანძო ეპიზოდია მთელ ჩანაწერში, რადგან, როდესაც 4-5 ადამიანის თანდასწრებით ვინმე მსგავსი იდეების გახმოვანებას იწყებს, ნებისმიერი ნორმალური ადამიანი საუბარს, როგორც მინიმუმი, დაუყოვნებლივ წყვეტს, ხშირ შემთხვევაში კი, პროტესტს აფიქსირებს და ოთახს (შენობას) ტოვებს. დიალოგს ასეთ ვითარებაში მხოლოდ იდიოტები ან პროვოკატორები აგრძელებენ. რა კატეგორიას მიეკუთვნებიან გივის თანამოსაუბრეები, ჩვენთვის საინტერესო, პრინციპში, არ არის, ამის დადგენა რუსული საზოგადოების საქმეა. რაც შეეხება ვასილიჩს, ლეგიტიმურად შეიძლება ორივე ვარიანტი მოგვეჩვენოს, მითუმეტეს რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, რამეთუ გივი, ზოგადად, მრავალმხრივი პიროვნებაა. მეტიც, მის ფიგურას შეიძლება კიდევ რამდენიმე, ძლიერ კონსპიროლოგიური ვერსიაც დაუკავშირდეს.

თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ გივის რევოლუციურ ბიოგრაფიასვნახავთრომ მისი სამივეხმაურიანი ჩავარდნა საიდუმლო ჩანაწერების გამოქვეყნებას უკავშირდებასამივე შემთხვევაში(ბელარუსიუკრაინარუსეთიამ ჩანაწერებმა წყალი იმ პოლიტიკოსების წისქვილზე დაასხა,ვისაც თარგამაძეერთი შეხედვითებრძოდა (ლუკაშენკოიანუკოვიჩიპუტინი). აქ შეიძლებადაიბადოს ეჭვნარევი კითხვავისზე მუშაობს სინამდვილეში გივი?

გამორიცხული არაა, შემდეგი ვერსიაც გაჩნდეს: ჩანაწერი მან თავად მოამზადა, რათა უდალცოვისთვის ამ კომპრომატის მეშვეობით უკანდასახევი გზა მოეჭრა. შემდეგ კი ეს ჩანაწერი (სავარაუდოდ, ადგილი ტელეპორტაციას ჰქონდა) რატომღაც რუსული სპეცსამსახურების ხელში მოხვდა. 

ვასილიჩის გამოყენება ამერიკელების მიერ, ალბათ, უნდა გამოვრიცხოთ. ჯერ ერთი, «გადატვირთვა» ამ ეტაპზე კალინინგრადისა და ვლადივოსტოკის აღებას არ ითვალისწინებს, თანაც ამერიკული სპეცსამსახურები იმდენად დეგრადირებულნი არ არიან, რომ ბელარუსსა და უკრაინაში ასე სამარცხვინოდ (და, შესაძლოა, საეჭვოდ) «დამწვარი» ემისარი რუსულ ოპოზიციასთან მუშაობამდე მიუშვან. ეს არ ჰგავს ცენტრალურისადაზვერვო სამმართველოს ხელწერასეს რაღაც საკოლმეურნეო თვითშემოქმედებაა.

თუ ჩვენ გამოვრიცხავთ ამერიკულ (ბრიტანულ და ა. შ.) კვალს, შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ მთელ ამ კენიგსბერგის ოპერაციას და «კარგ პროვოკაციებს» კონტაქტზე მყოფ ჩეჩნებთან ერთად, ვასილიჩი (ან სააკაშვილის ხელისუფლება მთლიანობაში) დამოუკიდებლად გეგმავდა. თუ პროცესი, რომელზეც გივი საუბრობდა, რეალურად დაიწყებოდა, კრემლი საქართველოზე უკიდურესად ხისტ კონტრიერიშს მიიტანდა და თეთრი სახლი მას ვერ შეაკავებდა.

ამ ისტორიას გაგრძელება აუცილებლად ექნება, თუმცა, ალბათ, აჯობებს ნელ-ნელა ჩვენს პრობლემებს დავუბრუნდეთ. 1 ოქტომბერს სააკაშვილის ჯგუფმა (მათ შორის ვასილიჩმა) ხელისუფლება დაკარგა. გარდამავალი პერიოდი მალე დასრულდება და გამარჯვებული ქვეყნის მართვის სადავეებს ხელში ოპოზიციური კოალიცია აიღებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ გივი და ძმანი მისნი ძალიან დიდი ალბათობით დაიწყებენ მოქმედებას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმავე მეთოდებით, რომელთაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში «ფერადი რევოლუციების» ექსპორტის დროს იყენებდნენ. 

საინტერესოა, რომ ბოლო დღეებში ოპოზიციური საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მიმდინარეობს ნერვული საუბრები «ნაციონალების» შესაძლო რევანშზე და მათ მიერ არალეგიტიმური მეთოდების შესაძლო გამოყენებაზე. კლასიკური გადატრიალების საფრთხე ნაკლებად რეალური ჩანსძალოვნებისაბსოლუტური უმრავლესობა ამაზე ხელს არ მოაწერსრაც შეეხება მსჯელობას იმაზერომ«ნაციონალები» შეეცდებიანპოლიტიკური კრიზისი მოაწყონ და საბოტაჟს მიმართონყველაზემეტად სპეკულაციები ამ თემაზე თავად სააკაშვილის ჯგუფს აძლევს ხელს. ამას შეიძლება «ისტერიული დიასახლისის ტაქტიკა» ვუწოდოთ, რომელიც მეუღლეს ჭურჭელს ესვრის და თან ყვირის «დამარტყი, მიდი დამარტყიო», ხოლო თუ ქმარი თუნდაც თითს დააკარებს, მთელ ქვეყანას აიკლებს შეძახილებით: «მკლავენ! მეზობლებო, პოლიციაში დარეკეთ!». მარტივად რომ ვთქვათ, ისინისავარაუდოდ,ცდილობენპროვოკაციული ნაბიჯებით აიძულონ ახალი ხელისუფლებამათ წინააღმდეგთუნდაც ერთი ხისტი ნაბიჯი გადადგასრათა მყისვე მიაშურონ უცხოელ პარტნიორებს და ახალქართულ ტოტალიტარიზმზე ღრიალი მორთონ.

შეგვიძლია თუ არა 100%-ით გამოვრიცხოთ, რომ უახლოეს მომავალში იგივე ვასილიჩი არ შეხვდება ახალგაზრდა «ნაციონალებს», ერთგვარ «ქართველ უდალცოვებს» და არ ეტყვის, რომ მათ უნდა აიღონ ხელისუფლება ბათუმსა და დედოფლისწყაროში, ხოლო მისი ნაცნობები ამ დროს მოაწყობენ «კარგ პროვოკაციას, რომელიც ძალიან ითამაშებს». ძნელი წარმოსადგენი არაა, რა სევდიანი ფინალით დასრულდება მსგავსი საუბრები, მაგრამ ამასთანავე უნდა გვესმოდეს, რომ დეკლარირებული დემოკრატიული კურსი ყოველგვარ «წინმსწრებ რეპრესიებს» გამორიცხავს და თითოეულ ბრალდებას მომავალში ძალიან სერიოზული დასაბუთება დასჭირდება. დღეს ჩვენ შეგვიძლია ამ თემებზე განყენებულად ვიმსჯელოთ, თუმცა უახლოეს მომავალში საზოგადოება შეიძლება უსერიოზულესი პრობლემების წინაშე დადგეს, რომელთა გადაწყვეტა დემოკრატიისა და უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების მიჯნაზე მოუწევს.

სავარაუდოდსწორედ აქ იმალება მთავარი საფრთხე და არა რაღაც მითიურ ძალისმიერგადატრიალებაშირომლისთვისაც «ნაციონალებს» რესურსიუბრალოდარ აქვთბრძოლასაინფორმაციო და ფსიქოლოგიურ სივრცეში დაიწყება და «ნაციონალები», სავარაუდოდყველაღონეს იხმარენრათა ახალი ხელისუფლება «სისხლისმსმელ პრორუსულ რეჟიმად» წარმოაჩინონ,ხოლო საკუთარი თავი _ დასავლეთზე ორიენტირებულ დემოკრატიულ ოპოზიციადამ მიზნისმისაღწევად ისინიალბათუკლებრივ ყველა საშუალებასმათ შორის ვასილიჩისეულპროვოკაციებსგამოიყენებენ.

თუ გამარჯვებული ძალა რაღაც მომენტში დადგება არჩევანის წინაშე _ რეპრესიები თუ ქაოსი? _ეს მისთვის მარცხის ტოლფასი იქნება. მან საქმე აქამდე არ უნდა მიიყვანოს და შეეცადოს, პარტია დებიუტშივე, ამ მომენტისთვის მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე მოიგოს.

ო, რა გეგმა იყო! დი ერსტე კოლონე მარშირტ ნახ კალინინგრად, დი ცვაიტე კოლონე მარშირტ ნახ ვლადივოსტოკ, ხოლო ცენტრში, თეთრ სპილოზე ამხედრებული გივი ვასილიჩი ზოლებიან პიჟამოში, მის გარშემო კი ის კლოუნები ამომავალი მზის დაუნდობელ სხივებში _ ნახ მოსკაუ! (სინამდვილეში, ნახ ასათიანი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ხომ აღმაფრენაა). აინ, ცვაი, დრაი, აინ, ცვაი, დრაი...