რამდენიც არ ამუნათა «ნაციონალურმა მოძრაობამ» «ქართული ოცნება» «შევარდნაძის სახეების» გამო, ივანიშვილს მაინც ეყო გამბედაობა, შევარდნაძის მთავრობის შემადგენლობაში ნამუშევარი რამდენიმე პირი მინისტრობის კანდიდატებად წარედგინა: თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად _ ირაკლი ალასანია (შევარდნაძის მთავრობაში – უშიშროების მინისტრის მოადგილე), პოსტები დაიბრუნეს ამირან გამყრელიძემ (შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი), დავით კირვალიძემ (სოფლის მეურნეობის მინისტრი), გავრცელებული ინფორმაციით, გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს ასევე შევარდნაძის მთავრობის ყოფილი წევრი – ნინო ჩხობაძე დაიკავებს. პოსტებს იბრუნებენ ასევე რეზო შავიშვილი და ნოდარ ჯავახიშვილი. პაატა ზაქარეიშვილიც, რომელიც რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრად არის წარდგენილი, შევარდნაძის მთავრობაში ერთხანს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
სამაგიეროდ, ახლა სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარიუხელმძღვანელებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კახა კალაძეიქნება, საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი კი _ გურამ ოდიშარია. განათლების მინისტრის პოსტი ჯერჯერობით ვაკანტურია, თუმცა გამოცდებისეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე მაია მიმინოშვილი საკუთარი გუნდით ბრუნდება.დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას კოტე სურგულაძე დაიკავებს,ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი გახდება. იუსტიციის სამინისტროსნაძალადევის ახლადარჩეული მაჟორიტარი თეა წულუკიანი ჩაიბარებს, მთავარი პროკურორი კიბაღდათის რაიონის რჩეული არჩილ კბილაშვილი იქნება.
ოპოზიციაში გადასული «ნაციონალური მოძრაობა» შარსაც ვერავის მოსდებს; ეკონომიკის მინისტრის კანდიდატურა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, ვერონიკა ქობალიაზე უარეს კანდიდატურას, ივანიშვილი, რომც ეცადოს, ვერ იპოვის. ან რა უნდა დააშავოს გრიგოლ ვაშაძეზე მეტი მაია ფანჯიკიძემ? მით უფრო, რომ საგარეოპოლიტიკური კურსი, ივანიშვილისა და ფანჯიკიძის განცხადების თანახმად, კვლავაც უცვლელი უნდა დარჩეს! თანაც, ვაშაძისგან განსხვავებით, ფანჯიკიძე რუსეთის მოქალაქე ნამდვილად არ არის. ვერც ირაკლი ღარიბაშვილი იზამს ბაჩო ახალაიაზე უარესს. მას საამისოდ აუცილებელი სადისტური უნარ-ჩვევები არ გააჩნია. მთავრობის წარდგენისას ჟურნალისტებმა «ნაციონალურ» არხებზე ნეგატიურად გაპიარებულ თამაზაშვილზე დასვეს შეკითხვა და ივანიშვილმაც იქვე უპასუხა, რად მინდა თამაზაშვილი, როცა მისი სიძე აქ მყავსო! ღარიბაშვილის აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ივანიშვილმა იხუმრა: «რას ერჩით,კარგი გინება სცოდნიაო». ცხადია, მას შინაგან საქმეთა მინისტრად ღარიბაშვილი არანორმატიულილექსიკის გამო არ წარუდგენია; შეუძლებელია, ამ პოსტზე თუნდაც საუკეთესო კადრი დანიშნო, თუმას პირადად არ ენდობი. პირადი ნდობა, თავის მხრივ, იმის პანაცეა არ არის, რომ ყველაფერი ისეიქნება, როგორც გსურს.
პარლამენტის თავმჯდომარედ ივანიშვილმა არა საკუთარი პარტიის თავმჯდომარე, არამედ რესპუბლიკელების ლიდერი – დავით უსუფაშვილი წარადგინა. მანანა კობახიძე მისი პირველი მოადგილე იქნება, სხვა მოადგილეები – ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე და ზურაბ აბაშიძე. საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების სია ასე გამოიყურება: აგრარულ საკითხთა კომიტეტი _ გიგლა აგულაშვილი; ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაცის კომიტეტი _ ეკა ბესელია; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი _ ვანო კიღურაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი _ გია ცაგარეიშვილი; დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი _ ნოდარ ხადური; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი _ ვიქტორ დოლიძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი _ ირაკლი სესიაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი _ ვახტანგ ხმალაძე; რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი _ ირაკლი ტრიპოლსკი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი _ თედო ჯაფარიძე; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი _ ირინა იმერლიშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი _ დავით ონოფრიშვილი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი _ ლერი ხაბელოვი; ჯანდაცვის კომიტეტი _ დიმიტრი ხუნდაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იქნება პირველი ნაბიჯები, რაც აქვთ დავალებული მინისტრებს და განსაკუთრებით ძალოვან მინისტრებს, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: «მე მინისტრები შევარჩიე, ხოლომოადგილეები, იაქტიურონ და ამათ უნდა შეარჩიონ. ვისაც შეარჩევენ, გააფრთხილონ, თუ ძმა ხარ,არ დამღუპო, რამდენადაც, მოადგილის ქრთამი მინისტრზე გადავა, რაც იქნება აუტანელი ჩვენსხელისუფლებაში. ეს იქნება ნებისმიერი ტიპის კორუფციული გარიგება. ეს იქნება აბსოლუტურადმიუღებელი და შეუთავსებელი და მინისტრი ვერ დაიძვრენს თავს, თუ მისი მოადგილე რაიმეკორუფციულ გარიგებაში იქნება. ისიც გადაყვება თავისი მოადგილის საქციელს. როგორც იქნა,ამოვალთ ამ სირცხვილიდან და არა ისე, როგორც აცხადებდნენ წინა ხელისუფლებაში. ჩვენრეალურად მოვახერხებთ ამას».
მთავრობის სავარაუდო შემადგენლობაზე არა, მაგრამ ზოგადად პერსპექტივაზე უამრავი შეკითხვა ჩნდება. მყიფე, 53-პროცენტიანი უმრავლესობა უკვე ახლა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს ახალ პრემიერ-მინისტრს: სამი მაჟორიტარის მთავრობაში გადანაცვლებით იგი სამ ხმას კარგავს პარლამენტში, რადგან გამოკლებული მაჟორიტარების ადგილზე ახალი დეპუტატები მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად აირჩევიან. რაც შეეხება მანდატების საბოლოო განაწილებას, ცესკოსბოლო, არასრული მონაცემებით, «ქართულ ოცნებას» 82 მანდატი აქვს, ხოლო «ნაციონალურმოძრაობას» – 68. სამი მაჟორიტარის გამოკლების შემდგომ «ოცნებას» 79 მანდატი დარჩება დაგანსხვავება მათ შორის სულ 11 მანდატი იქნება.
კონსტიტუციაში ცვლილებებს «ქართული ოცნება» რომ ვერ შეიტანს, ამთავითვე ცხადია; ამისთვისპარლამენტის ხმათა ორი მესამედია საჭირო. 2013 წელს, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისშემდეგ ამისთვის უკვე სამი მეოთხედი იქნება აუცილებელი. ჩვეულებრივი უმრავლესობაც კიარამდგრადია, რადგან ცალკეულ საკითხებზე შეიძლება ხმები გაიყოს (ეს საპარლამენტოცხოვრებაში ხშირად ხდება) და კრიზისისთვის ხელის შეწყობას სულ მცირე ძალისხმევაღადასჭირდება.
«ნაციონალების» რევანშისთვის მზადებაზე დღეს უკვე ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს. პასუხად ივანიშვილის მრჩევლები აცხადებენ, რომ «მათ ამაზე უფიქრიათ». ცხადია, ასე იქნება, მაგრამ ბოლო დღეებში სააკაშვილისმიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ცალკეული გამოსვლები აშკარად მიანიშნებს, რომძალაუფლების საკუთარი სეგმენტის დათმობას იგი არ აპირებს. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის სფეროში შემავალ «სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს» საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ვეღარ გააკონტროლებს. სააკაშვილმა «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ» ბრძანებულებაში ცვლილება შეიტანა და შსს-ს მმართველობას დაქვემდებარებული სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციისსააგენტო ამ უწყების მართვის სფეროდან გაიყვანა. სააგენტო მთლიანად სახელმწიფო დაცვისსპეციალურ სამსახურს დაექვემდებარა.
სააგენტო თავისი ამოცანების შესასრულებლად ფლობს და განკარგავს სახელისუფლო სპეციალურიკავშირების სისტემას, რომლის სტატუსს და გამოყენების წესს განსაზღვრავს პრეზიდენტი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარება, სააკაშვილმა კიდევ ერთი სახელმწიფო ორგანოს კონტროლი გადააბარა. პრეზიდენტის ბრძანებულებით, სახელმწიფოუზრუნველყოფის სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლი, რომელიც აქამდე ეკონომიკის სამინისტროსკომპეტენციის სფეროს განეკუთვნებოდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაეკისრა.
ერთი სიტყვით, პრეზიდენტის და ჯერ კიდევ მისი მორჩილი აპარატის ხარჯები კვლავაც დახურულიიქნება, ხოლო ხელისუფლებაში ახლადმოსული «ოცნება» ფარული ჩანაწერების სერიალებს კვლავაცუნდა ელოდოს! სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ გუბერნატორთა და გამგებელთა არმიამისი ერთგულია და იგი არც ერთი ადგილის დათმობას არ აპირებს. სამინისტროს კაბინეტშიმიღებული გადაწყვეტილების ფასი კი ნულია, თუ მმართველობის ვერტიკალი მათ არ შეასრულებსან პირდაპირ საბოტაჟს მიმართავს.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, რომელიც ამ პოსტზე ბოლო დღეებს ითვლის, სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ არაორაზროვნად მიანიშნა: «მე არ ვისაუბრებდი ხელისუფლების გაყოფისშესახებ, უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, ამიტომარის ხელისუფლების შტო, რომელიც ექვემდებარება პარლამენტს, არის ხელისუფლების შტოები,რომლებიც პარლამენტისგან დამოუკიდებელია, მაგალითად, პრეზიდენტის არჩევაპარლამენტისგან დამოუკიდებლად ხდება, თვითმმართველობის არჩევნები პარლამენტისგანდამოუკიდებლად ხდება, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეიცვლება ყველაფერი, რაც საპარლამენტოარჩევნებს და არჩევნების შედეგებს უკავშირდება. პირველ რიგში, ეს იქნება სამთავრობოცვლილება, მაგრამ ისიც ბუნებრივია, რომ ხელისუფლების ის ნაწილები არ შეიცვლება, რომლებიცსხვა არჩევნების გზით ირჩევა. ამიტომ ბუნებრივიცაა, რომ პროცესი კონსტიტუციის ფარგლებშიუნდა წავიდეს, შეიცვალოს, რაც შესაცვლელია, და დარჩეს ის, რაც მომავალ არჩევნებზეშეიცვლება, ამიტომ ერთი არჩევნებით ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ იცვლება».
მაშ, რა იცვლება ჩვენი ამომრჩევლისთვის? გამარჯვების ეიფორიას უთუოდ ძალიან მალე შეცვლის გაღიზიანება იმით, რომ სწრაფი და ეფექტური ცვლილებები არ არის. ამაზე «ნაციონალების» «სხვანაირად არჩეული» შტოები იზრუნებენ, როგორც ბაქრაძე აცხადებს. ამავე ამოცანაზე იქნებიან ორიენტირებულნი «ნაციონალური» ტელეარხებიც, რომლებიც 24-საათიან საინფორმაციო მაუწყებლობაზე გადადიან და საინფორმაციო ომისთვის მზადყოფნის დემონსტრირებას ახდენენ. ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაბრუნებული ტელეკომპანია «გურია» რომ ნაციონალურ მაუწყებელთა საპირწონე ვერ გახდება, ესეც ნათელია. სხვა ოპოზიციური ტელეარხები უახლოეს ერთ წელიწადში ნაციონალური მაუწყებლების ნიშას რომ ვერ დაიკავებენ, ესეც ცხადია. ამას, რესურსის გარდა, დროც ჭირდება და პოლიტიკური ნებაც.
ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა: «დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსექნება ძალიან მაგარი მომავალი და ჩვენც ვაპირებთ ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ,როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და პოლიტიკოსები». რიგითი მოქალაქის სტატუსით რომ სააკაშვილი «საქართველოს მაგარ მომავალს» ვერ დააკვირდება, ეს ცხადია. ამერიკელი მეგობრების დახმარებით ჩატარებული «შეკავების ოპერაცია» ახლა სააკაშვილზე მუშაობს და არა ივანიშვილზე. ძალაუფლების ფართო სეგმენტისშენარჩუნებით «ნაცმოძრაობა» უახლოეს მომავალში კვლავ უმრავლესობით მოსვლას გეგმავს,ხოლო მცირე პაუზის შემდეგ «მოქალაქე» სააკაშვილს ვერავინ აუკრძალავს, მისი პარტიის მიერწამოყენებული პრემიერ-მინისტრი გახდეს.
«კონსტრუქციულად და კონსტიტუციურად» დამნაშავე პარტიას არ ექცევიან. მას უბრალოდ კრძალავენ.«ნაციონალური მოძრაობა» უნდა აიკრძალოს 9 წლის განმავლობაში მის მიერ ჩადენილი არაერთიდანაშაულის გამო, ხოლო მისი წარმომადგენლები საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ლაპარაკს ვერუნდა ბედავდნენ. მხოლოდ «ნაცმოს» ჩაბეტონებული სისტემის დაშლა მოუტანს საქართველოს მომავალს და არა მისი ერთი ნაწილის მოჩვენებითი გადაცემა. ქართველ ამომრჩეველს ის დრო დაუდგა, როცაივანიშვილს უნდა შეუძახოს: «არ დამღუპო, თუ ძმა ხარ»!