„ქართული ოცნების“ ლიდერის და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ქონებრივი დავების საქმეებს განიხილავს. როგორც ივანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ შეკითხვას უპასუხა, კომისია განიხილავს სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული ქონების საკითხებს.
თუმცა, „ქართული ოცნების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამ კუთხით ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები არ არსებობს და უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს კომისიას. ნოდარ ხადურის თქმით, ამჟამად კომისიის სტრუქტურა მუშავდება.