"გლდანის მერვე საპყრობილესთან დილით 8 საათზე მივედი. ჩემი შვილი და რძალი მთელი ღამე იქ იყვნენ, მანქანაში ეძინათ. მე არ შემიძლია დარჩენა - დიაბეტიანი ვარ. რძალი მეუბნება - წუხელ ორი ბიჭი უცემიათ სასტიკადო. ტირილი წამსკდა, ვაითუ ჩემი იყო. სადღაც 9-10 საათი იქნებოდა, ქალის კივილი მოისმა - მანახეთ ჩემი შვილიო, კიოდა ბოლო ხმაზე. გამოვარდნენ ვიღაცები, აწყნარებდნენ თავისი ჭკუით. სამოქალაქო ფორმიანი თანამშრომელი იდგა ერთი, თვალები ჰქონდა ცრემლით სავსე. ვიცნობ ამ ახალგაზრდას. მივედი, ვეუბნები - ჩემსას სჭირს რამე-მეთქი? არაო, - თავი გააქნია, - საწყალიო, ჩაილაპარალკა და გამეცალა. მიცვხვდი, ვიღაცის თავს უბედურება დატრიალდა. 3-4 საათი იქნებოდა, პატიმრებმა ციხის ფანჯრიდან ჯოხზე წამოცმული შავი "მაიკა" გამოფინეს და ორჯერ გააფრიალეს", - აცხადებს ერთ-ერთი პატიმრის დედა "ალიასთან საუბარში მაშინ, როცა ივანიშვილმა საზოგადოებას მომავალ მინისტრად სოზარ სუბარი წარუდგინა..." - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "ასეთი არაფერი მინახავს, პატიმრების სასაკლაოდ არის გადაქცეული ღუდუშაურის კლინიკა" / რა სკანდალურ და ახალ ფაქტებს უყვებიან "ალიას" და რას მალავს სანდრა რულოვსი?!
"მოკლეს! - წამოვიძახე ჩემდაუნებურად. იმ ქალმაც შეხედა ამ შავ "ბაირაღს" - დაჭრილი ხარის ბღავილი არ ვიცი როგორია, მაგრამ იმ ხმაზე უარესი არ იქნებოდა, რაც მე მესმოდა. არავის ვუსურვებ, არავის. მე ცუდად გავხდი და წამომიყვანეს. ჩემი რძალი დარჩა და მითხრა, ჯერაც არ იციან, მკვდარია თუ ცოხცალიო, ვერ აჩერებენ დედამისს და არც ანახეს პატიმარიო. ისე მალავენ, ალბათ მკვდარიო", - დასძენს პატიმრის დედა. სად მიჰყავთ სასტიკად ნაცემ-ნაწამები პატიმრები, სად მიჰყავთ ცემა-წამებით მოკლული პატიმრები მანამ, ვიდრე ოჯახის წევრებს გვამს გაატანენ ან ცოცხლად დარჩენილს აჩვენებენ? "ალიას" აქვს შესაძლებლობა ღუდუშაურის ერთ-ერთი ექიმის "ჩვენება" გაგაცნოთ. აქვე გეტყვით, რომ "ალია" ექიმს 5 დღის წინ ესაუბრა", - აღნიშნავს გამოცემა.
"გუშინ ჩვენ კლინიკაში მოიყვანეს საშინლად ნაცემი პატიმარი. ითხოვდა დამარეკინეთო, ნებას არ აძლევდნენ. როგორც ადრე იყო, ისევ ისე სცემენ. მე მგონი, ფესვები ისე აქვთ გადგმული, ვერარავინ მოერევა მაგათ. თითქმის ყოველდღე მოჰყავთ პატიმრები სასტიკად ნაცემები და ნაწამები, მე ასეთი არაფერი მინახავს, პატიმრების სასაკლაოდ არის გადაქცეული ღუდუშაურის კლინიკა. რეანიმაციაში ათავსებენ, ძირითადად, პატიმრებს მთელი ეს წლები. ფეხზე ვერ დგებოდა ვერც ერთი, სიკვდილის პირას იყო და ვინ შეიყვანდა ჩვეულებრივ პალატაში. უმეტესობა კვდებოდა. როცა არ უნდა გაიარო დერეფანში, ბადრაგი სულ დგას, საავადმყოფოები მათთვის ცოცხალი მორგია. მე-5 სართულზე აჰყავთ ის პატიმარი გუშინ რომ მოიყვანეს. სახე ჰქონია ისე გასწორებული, თვალები არ უჩანსო, ექიმები ამბობდნენ...", - - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინკოგნიტო ექიმი.
"კი, შეიცვალა მდგომარეობა, მაგრამ ჯერ არა - არ მინდა ღიად გელაპარაკოთ. რა შეღავათი იქნება თქვენთვის ან პატიმრისთვის მე რომ მომხნან? ხელშეკრულება უნდა ნახოთ ჩვენი - ერთ-ერთი პუნქტია, გვეკრძალება ჟურნალისტებთან ურთიერთობა, მომენტალურად გაგდებენ სამსახურიდან, რომ გაიგონ. დღეს ერთი ვიღაც მოვარდა, გამომძიებელი ვარო, ამბობდა, რაღაცა სამხედრო ნაწილიდან - ვაზიანის, მგონი და იმისთვის, რომ თავისი ახალშობილი შვილისთვის, რომელიც რეანიმაციაშია 50 ლარად სისხლი არ ეყიდა, დაანგრია იქაურობა, აგინა ქალებს, მორიგე პერსონალს - როგორ გადაუტრიალა ტვინები ამ ხალხს მაგ მეგალოგიჟმა, აღარ ვარდებიან გონში. ახლა ვხვდები, რა ხდებოდა მთელი წლების განმავლობაში ჩვენთან. საშინელება! ვერ წარმოვიდგენდი ამას! ვფიქრობდი, რა მაგრად პატრონობენ პატიმრებს, სულ ღუდუშაურში მოჰყავთ-მეთქი. მანდ ყოველდღე იყო ეგეთი ამბები, რეანიმაცია გადატენილი იყო ეგეთებით", - განაგრძობს რესპონდენტი
"სანდრა მანდ დაეთრევა, მანდ გდია სულ. ექთანუშკამ ვერ გააკეთა სამედიცინო რეფორმა საქართველოში? - არ მითხრათ არ იცოდით, რომ სანდრაა სამედიცინო რეფორმის უკან. დაღუპა საქართველოში მედიცინა", - დასძენს ინკოგნიტო ექიმი და შეკითხვას - "ნაწამები პატიმრები საავადმყოფოში რომ ჰყავდათ, ამის შესახებ შეიძლება სცოდნოდა სანდრას? რაკი ამბობთ, რომ მანდ ხშირადაა, შეიძლებოდა მომხდარიყო ისე, რომ შემთხვევით ენახა?" - პასუხობს:
"რა შემთხვევით, რის შემთხვევით, რას მელაპარაკებით? სანდრამ ყველაფერი იცის! თქვენ გგონიათ, არ იცის, ჩვენთან რომ მოჰყავთ პატიმრები და არ უნახავს? ნუ ითამაშებთ გულუბრყვილო ჟურნალისტის როლს - გინდათ მე მათქმევინოთ და მერე სათაურად გამოიტანოთ... დიახ, სანდრამ იცის, ღუდუშაურში ნაწამები პატიმრები რომ მოჰყავთ. ისიც იცის, ღუდუშაური, ფაქტობტივად, მორგი რომ არის! სანდრამ ყველაფერი კარგად იცის!"