გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის მიერ ახალი მინისტრთა კაბინეტის წადგენას გამოეხმაურა.
"არ გინდოდათ ჩემი დოლი?
ჩეიდევით ავტოგოლი!... :)", - წერს ხაჩიძე.
გოგა ხაჩიძე საკუთარი გუნდის ოპოზიციაში გადანაცვლების თემას ”ფეისბუქში” ადრეც გამოხმაურებია.
"ფეისბუქის" მომხმარებლები გარემოს დაცვის მინისტრს ხშირად იმ დროს ახსენებდნენ, როდესაც გოგა ჯგუფ "სახეში" მღეროდა. კონკრეტულად კი ჯგუფის ცნობილი სიმღერის სიტყვებს იხსენებდნენ და გოგა ხაჩიძეს წვიმად გადაქცევას უქადდნენ.
ამ ხუმრობას ხაჩიძე რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" გამოეხმაურა. გოგამ დაწერა, რომ თბილისში ამინდის შეცვლასთან ერთად "წვიმად გადაიქცა".
ამავე თემაზე სოციალურ ქსელში იხუმრა პოეტმა ირაკლი გაფრინდაშვილმაც. "ჩემს ფანჯრის მინას წვეთებად ეწერა... "შენი გარემოს დაცვის მინისტრი" - დაწერა ირაკლიმ თავის "ფეისბუქზე".