"პრეზიდენტი სააკაშვილი ნელ-ნელა პოზიციებს იმყარებს. მას თავის დაქვემდებარებაში გადააქვს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, რომლის მეშვეობითაც თვითონვე იყო უზრუნველყოფილი, მაგრამ აქამდე ფორმალურად მაინც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალი სტრუქტურა გახლდათ და ასევე ფორმალურად, ფინანსების კონტროლს ეს უწყება ახორციელებდა. ასევე ფორმალურად, ფინანსების კონტროლს ეს უწყება ახორციელებდა", - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით პრეზიდენტის ახალი ბრძანებულებით, ახლად დანიშნული მთავრობა მის ფინანსებს ვეღარ გააკონროლებს! / სააკაშვილმა რომ პირობა დადო, ახლა ამ ბერკეტებს არ გამოვიყენებო, ეს თქვა სერიოზული წნეხის ქვეშ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მიშას სიტყვებს დიდი ფასი არ აქვს".
"ასევე იმყარებს სააკაშვილი პოზიციებს რეგიონებში. მან უკვე დაიწყო გუბერნატორების დანიშვნა. "ნაციომალურ" კახეთში სააკაშვილის წარმომადგენელი - გუბერნატორი იქნება ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხოლო სამეგრელო ზემო სვანეთში - როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბის ხელმღძვანელი ლაშა დამენია. იმის შესახებ, რას ნიშნავს 5 ოქტომბერს საკანონმდებლო მაცნეში პრეზიდენტის N924 ბრძანებულება და რა ფორმით ცდილობს სააკაშვილი თავისი მმართველობის გაძლიერებას, "ქრონიკა" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს ლადო პაპავას ესაუბრა", - აღნიშნვა გამოცემა
"სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო უზრუნველყოფს მაღალი თანამდებობის პირებს, კერძოდ კი ქვეყნის პრეზიდენტს შესაბამისი ფინანსებით. სააკაშვილმა ეს სტრუქტურა მთავრობიდან გადაიტანა უშუალოდ თავის დაქვემდებარებაში. აი, როცა ხალხი ამბობს, რომ სააკაშვილი დამთავრდა - ეს არის სიტუაციის მცდარი აღქმა, ის არ დამთავრებულა, ერთი წელი კიდევ გაგრძელდება სხვადასხვა გამოხდომებით. კი, ქვეყანაში სწორი გზა რეალურად გამოიკვეთა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლებები მოხსნილია... ამ სააგენტოს მომსახუურება მტავრობაზე არ ვრცელდება - ამისთვის ყველა სამისიტროს აქვს ტავისი სამსახური, დამოუკიდებლად ახორციელებენ შესყიდვებ, იქ პრეზიდენტი ვერ მისწვდება. სააკაშვილმა იცის, რომ ხელისუფლებაში მოდის მისთვი არასასურველი ძალა და არ უნდა მის ხარჯებს აკონტროლებდეს მტავრობა. თუმცა ამ საკითხის მოგვარება მაინც შეიძლება, თუ შესაბამისი ცვლილებების შევა კანონში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.
"მიშას ხარჯების გაკონტროლება პარლამენტს შეუძლია, ვეტოს გადალახვის საშუალებებიც არსებობს. თუ ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის, რომ ეს უნდა შეიცვალოს, მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად ამას გააკეთებს. სააკაშვილს პირველი 6 თვე არ აქვს უფლება პარლამენტი დაითხოვოს. აქ ერთი რამეა, ყველას დიდი სიფხიზლე გვმართებს, სააკაშვილი ამ კონსტიტუციით კვლავ ინარჩუნებს საკმაოდ ძლიერ ბერკეტებს. ამ ბერკეტებს არ გამოვიყენებო, ეს თქვა სერიოზული წნეხის ქვეშ, ეს წნეხი მოდის ამერიკელებიდან, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მიშას სიტყვებს დიდი ფასი არ აქვს!" - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "სააკაშვილი ასევე ნიშნავს გუბერნატორებს, გამოდის რეგინებსაც ტვითონ აკონტროლებს?" - პასუხობს:
"ჰო, ამ ჭიაბერაშვილმა ხომ ააშენა ჯანდაცვა და ახლა კახეთს ააშენებს. სააკაშვილს უნდა, რომ გაიმყაროს პოზიციები რეგიონებში. ვიმეორებ, ნუ გგონიათ, რომ ეს ადამიანი ასე იოლად წავა ხელისუფლებიდან, ის ყველა რესურსს გამოიყენებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა კრიზისიდან გამოსვლისა არის შემდეგი, რაც თქვა ვახტანგ ხმალაძემ და მეც ვეთანხმები: აუცილებელია პარლამენტში შესვლის შემდეგ ამოქმედდეს ის კონსტიტუცია, რომელიც უნდა ამოქმედდეს 3012 წლიდან! "ქართული ოცნება" უნდა შეეცადოს, დეპუტატების ის ნაწილი მოიყვანოს ნორმალურ ჭკუაზე, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი. კონსტიტუციის ახალი მოდელით პრეზიდენტს შეკვეცილი აქვს უფლებები. ამ შემთევვაში სააკაშვილი ვერაფრის გაფუჭებას ვერ შეძლებს. თუ ეს ცვლილება ვერ მოხერხდა, ჩვენ ერთი წელის ვიქნებით იმ დამოკლეს მახვილის ქვეშ, რომელსაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილი".