"როცა ვიღრიალე, გამაგებინეთ, რა გინდათ, იქნებ ხელს ვაწერ-მეთქი, მიპასუხეს - მაგასაც გეტყვით, მაგრამ ახლა ის მიიღე, რასაც იმსახურებო"

"რაც სათავეში სააკაშვილის მოსვლისთანავე დაიწყო, მეტყველებდა იმაზე, რომ, არაადამიანურ სისტემასთან გვქონდა საქმე. იმთავითვე ჩამოყალიბდა ერთიანი, მწყობრი დანაშაულებრივი სისტემა, რომელსაც სათავეში ზურაბ ადეიშვილი ედგა, ხოლო საინფორმაციო-საპროპაგანდო უზრუნველყოფას გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი ახორციელებდნენ. ისეთი ხელის გოგო-ბიჭები, როგორებიც არიან ხათუნა კალმახელიძე, კონკრეტული სასჯელაღსრულების დაწესებულებების უფროსები, თანამშრომლები და ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელები, იყვნენ ან უშუალოდ დანაშაულის შემსრულებლები, ან მფარველები. სულ მცირე, ისინი დანაშაულის განუცხადებლობისთვის მაინც უნდა დაისაჯონ. დღეს როცა სააკაშვილი გაკვირვებიღ აფახულებს თვალებს და ამბობს, ასეთი დანაშაული აღმოვაჩინეთო - კი არ აღმოაჩინეს, მათ დანერგეს ეს დანაშაულებრივი სისტემა", - აცხადებს სულხან მოლაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სულხან მოლაშვილი: ჩემს წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და ვალერი გრიგალაშვილი / "გიგა ბოკერიას არსად დაედგომება, ყველა საკანში იგივე ბედი ელის, რასაც მისი მითითებით სხვებს უკეთებდნენ საკნებში.

"ჩემი წამების ფაქტი გახმაურებული ამბავია, თუმცა დეტალები დღემდე არ მომიყოლია. ეს საქმე დღესაც თაროზეა შემოდებული. ჩემი წამება მოხდა პირველივე ღამეს, როცა თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში მიმყვანეს. დამცირების გზით ჩემი წაყვანა არ გამოუვიდათ, რადგან პატრიარქის კურთხევის შემდეგ თავად მივედი იქ. ამიხვიეს თვალები, ამას ახლდა ჩემი გინება. საკანში იყო დაახლოებით 10 კაცამდე, ასდიოდათ არყის სუნი. რამდენიმეწუთიანი მუქარისა და გინების შემდეგ ზურგზე ვიგრძენი საშინელი ტკივილი და როცა დამწვრობის სუნიც ვიგრძენი, მივხვდი, რომ რაღაც საგნით მაყენებდნენ დამწვრობას - მერე თვითონ თქვეს, რომ სიგარეტს მაქრობდნენ ზედ. თვალები ახვეული მქონდა, თუმცა ვხედავდი, როგორ მახვევდნენ ტერფებზე გაზეთს, მასზე დაახვიეს ტელეფონის მავთულები, რომელიც შეუერთეს დენს - დენი გადამეტებული მოუვიდათ, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევები. გონება რამდენჯერმე დავკარგე..." - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სულხან მოლაშვილი.

"იმ პერიოდში, როცა გონს მოვდიოდი, მქონდა საშინელი შეგრძნება, რომ თვალები ბუდიდან გადმომცვივდებოდა. ყველაფერი ხდებოდა თავში წამორტყმით და შეფურთხებით. როცა ვიღრიალე, გამაგებინეთ, რა გინდათ, იქნებ ხელს ვაწერ-მეთქი, მიპასუხეს - მაგასაც გეტყვით, მაგრამ ახლა ის მიიღე, რასაც იმსახურებო. ცოტა ხანში კარის ხმა გავიგე, როგორც ჩანს, ვიღაცას ან რაღაც მითითებას ელოდებოდნენ. მითხრეს, დამეწერა მხოლოდ ერთი წინადადება, რომ ის დასკვნები, რაც ჩემი კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის პერიოდში იწერებოდა, განსაკუთრებით ის მასალები, რაც იუსტიციის სამინისტროსა და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას ეხებოდა, იყო შევარდნაძის შეკვეთა პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ. თუ მე ამას ვაღიარებდი, მასალებს დაეკარგებოდა იურიდიული ძალა და სამომავლო ისტორიული მნიშვნელობა. ღვთის წყალობით, მეყო ძალა, რომ ეს არ გამეკეთებინა. პირიქით, მათგან ეს მოთხოვნა რომ მოვისმინე, სიცილით მოვკვდი, როგორ შეიძლებოდა ეს გამეკეთებინა?! ეს მასალები დროს უძლებს. ისეთ დანაშაულებთან გვაქვს საქმე, რომ დრეს მიუბრუნდება ამას სამართალდამცავი ორგანო თუ ხვალ, მნიშვნელობა არა აქვს. სააკაშვილს ეხება ეს. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც პასუხი უნდა აგოს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"სააკაშვილმა თავისი ყროყინ-სიცილით თითქოს "გააფარჩაკა" ეს მასალები, როცა თქვა, მოლაშვილმა 200 ლიტრი ბენზინის დანაკარგი მიპოვაო. არა ბატონო! იქ იყო ასიათასობით ლარის დანაკარგი, დროშებითაც კი ფულს აკეთებდნენ - ბიუჯეტიდან 150 000 ლარი ვითომ სახელმწიფო დროშების დასამზადებლად გამოყვეს მაშინ, როდესაც ეს პარტიული ხუთჯვრიანი დროშა იყო და არა სახელმწიფო. იქ იყო ასიათასობით ლარის მგზავრობისა და სამივლინებო ხარჯები, ჟურნალისტების წაყვანა და დასვენება სტრასბურგის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, კვირაობით რჩებოდნენ იქ. მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს თვეში გამოსდიოდა 50 000 ლარის სატელეფონო საუბარი. იქ იყო სერიოზული მასალები პატიმართა ულუფის მითვისების შესახებ... თუმცა ეს მასალები არარაობა იქნება იმასთან შედარებით, რასაც აწი გამოიკვლევს და დადებს ნებისმიერი მიუკერძოებელი აუდიტი. უამრავ დანაშაულ აეხდება ფარდა - გაიხსნება სამარტალდამცავი ფგონდების ხარჯერი, გამომზეურდება შეიარაღებაში, გზების დაგებაში, თბილისი კეთილმოწყობაში, ჯანდაცვაში მოპარული ფულები. რა ფულს ხარჯავენ ბუდა-ბარში ყოველ სარამოს სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები?" - ამბობს სულხან მოლაშვილი.

"ჩემს წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნან გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და ვალერი გრიგალაშვილი - მე ისინი ხმებით ვიცანი. ვინ მაწვავდა სიგარეტს, ვინ მირტყამდა, ვინ უყურებდა და ამით ირებდა სიამოვნება, ამას გამოძიებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. დიახ, ყველა მონაწილეობდა ჩემს წამებაში. მათ გარდა იყვნენ სხვა ჩინოსნებიც, რომელთა შესახებ დღეს მხოლოდ ეჭვი მაქვს და როცა მოვახდენ სრულ იდენტიფიკაციას, მაშინ ვიტყვი. ყველა აგებს პასუხს, ვინც ახლა გაყურსულია და ჰგონია, რომ თავი დააღწია. ირაკლი ოქრუაშვილი იყო ფუძემდებელი ყოველივე ამისა. ხლა რომ დემოკრატობანას თამაშობს, ეგ არ იყო ვითომ ციხის ბუნტის დროს რომ ამბობდა, სპეცდანაყოფები მზად მყავდა და ყველას დავხვრეტდიო?! სად არის ელენე თევდორაძე, ვითომ უფლებადამცველი რომ იყო? მან და ომბუდსმენის წარმომადგენლებმა ზურგზე რომ დამხედეხ შეიცხადეს, ამას გამოძიება უნდაო. რა დიდი გამოძიება უნდოდა ამას? ჩემი წამება მარტო ეს დამწვარი ზურგი არ იყო - წამება იყო ის პირობები, რაც ელენე თევდორაძემ, მათიას იორშმა, კირილოვმა და სხვებმა ნახეს იმ ჯურღმულში. კირილოვს გული შეუწუხდა და წაიყვანეს, მათიას იურშმა თქვა - ასე ღორებს არ ექცევიანო", - დასძენს სულხან მოლაშვილი.

"გირგვლიანის მკვლელები იყვნენ დიდ პატივში. მათთან პირადად სოსო თოფურიძეს მიჰქონდა პურ-მარილი. რიყეზე მეგრული სამზარეულო რომ იყო, იქიდნ. მშიერ პატიმრებს ელარჯისა და შემწვარი გოჭის სუნზე გული მისდიოდათ... ერთხელ ხმა გავრცელდა. მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის მკვლელები უნდა შეეწყალებინა, მაგრამ არ შეიწყალა. ერთ-ერთი - თუ არ ვცდები, ალანია, მთელი ხმით ღრიალებდა, ამათ რამე ხომ არ ეშლებათ, ხომ არ ჰგონიათ, გავჩუმდებიო. ციხეში ჩემი ყოფნინსა მოკლეს გენერალი დავიტ კეკუა და გამოაცხადეს, რომ მან თავი ჩამოიხრჩო. კეკუას გვამის გაკვეთა და კვალის წაშლა პატიმარ "სომეხას" დაევალა - კეკუა დამჯდარი ან დაწოლილი გაგუდეს და მერე ჩამოკიდესო, პირველ გვამას კი არ ვკვეთავ, მგონი მეასეაო. იცით რამდენი საქმეა ასეთი? ერთ შეკითხვას მაინც გავცეთ პასუხი - როგორ შეიძლება 8 წელის გვყავდეს პრეზიდენტი, რომლის პაპის წარმოშობის ადგილი არ ვიცით. ობამას ბებიას აფრიკაშინ ჩააკითხეს. სააკაშვილო, სად დაიბადა პაპაშენი? ბოკერიას "სვეტი" ცოლი ამბობს რა მნიშვნელობა აქვსო - დიახაც აქვს მნიშვნელობა. აბა რა ტქვას, სახვა კომენტარი გაგიგიათ მისგან გარდა იმისა, რომ სასაცილოდ არ ჰყოფნის? ჩერგოლეიშვილი ეტყობა გაცინებული დარჩა მას შემდეგ, რაც სტრასბურგში მარიხუანას დაეჩვია", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"ჩემს თანამშრომელ რომან ბოკერიას თავისი ნათესავი გიგა ბოკერიასთვის უკითხავს, ჩემს უფროსს რამეს ხომ არ უპირებთო. და იმას უჩვენებია დასაჭერთა სია, სადაც ჩემი სახელი და გვარი იყო, თან გაუცინია, კარგ საკანში მოვახვედრებთო. მე ყველაზე საშინელ საკანში კაცურად გავძელი. გიგა ბოკერიას არსად დადგომება, ყველა საკანში იგივე ბედი ელის, რასაც მისი მითითებით სხვებს უკეთებდნენ საკნებში. მე ყველაზე საშინელი წამება გამოვიარე და დღეს კაცურად ვარ, გიგა ბოკერია ვერც ერთ საკანს ვერ გაუძლებს, რადგან არაკაცია!" - აცხადებს სულხან მოლაშვილი და შეკითხვას - რის მიხედვით ადგენდნენ ბოკერია და ადეიშვილი დასაჭერთა სიას?" - პასუხობს:

"ჩეკისტები რის მიხედვით ადგენდნენ სიას? პოლიტიკური შეხედულებების, პირადი ანგარიშსწორების მიხედვით. როოგორც ძერჟინსკი "ჩეკაში" მობილიზებას უკეთებდა სექსუალურ მანიაკებს, გონებაარეულებს, ფსიქიკურად შეშლილებს, ალკოჰოლიკებს, ნარკომანებს, ავადმყოფებს, ამათაც ასეთი ადამიანების ერთიანობა შექმნეს სახელწოდებით "ყველაფრის მკეტებელი ნაციონალები" - მერე გაიცინონ, როცა ქართველი ხალხი განაჩენს გამოუტანს".