"გაყალბების დედოფალი" დამარცხდა. ხათუნა გოგორიშვილის მრავალწლიანი "საარჩევნო მოღვაწეობა" დასრულებულია!!!!
წლების განმავლობაში ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ არჩევნები ყალბდებოდა, რომ მოქალაქეებს პარავდნენ ხმებს, რომ ქვეყანას ართმევდნენ არჩევანს, მაგრამ მოძალადეებიც და ხმების ქურდებიც მუდმივად მიდიოდნენ წინ – სახელისუფლო ვერტიკალისკენ! გაყალბებაში ყველაზე მთავარ ეჭვმიტანილად კი, ყოველთვის გოგორიშვილი ითვლებოდა.
ხათუნა გოგორიშვილს პოლიტიკაში გზა ზურაბ ჟვანიამ გაუკვალა. ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, გოგრიშვილი ექს-პრემიერის სხვა მეგობრების მსგავსად, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ჩრდილს შეეფარა.
გოგორიშვილის პოლიტიკური ბიოგრაფია ასე გამოიყურება: 1991-1993 წლებში იგი საქართველოს მწვანეთა მოძრაობის საორგანიზაციო განყოფილების გამგე იყო; 1993-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის წამყვანი სპეციალისტი; 1995-2003 წლებში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი; 2003-2004 წლებში პოლიტიკური გაერთიანება ~გაერთიანებული დემოკრატების~ საკადრო რესურსების სამსახურის უფროსი; 2004-2008 წლებში საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე; 2008-2012 წლებში კი საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. გოგორიშვილს საზოგადოება საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტშიც იხილავს.
მისი ქონებრივი დეკლარაცია კი ასე გამოიყურება: 2009-2011 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა სახელფასო ანაზღაურების სახით 153,498.22 ლარი აიღო.
როგორც “პირჭელის” მიერ გოგორიშვილის 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, გოგორიშვილმა 2009 წელს აღნიშნულ პოსტზე ხელფასის სახით - 66 476.23 ლარი აიღო, 2010 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 7 797.49 ლარი, 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 79 224.5 ლარი გამოიმუშავა.
ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლების დეკლარაციაში, ცარიელია.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ხათუნა გოგორიშვილს 2009 წელს ~ბაზისბანკში~ ანაბარი ჰქონდა გახსნილი, რომელზეც 5 041 ევრო ერიცხებოდა, იმავე ბანკში გახსნილ საბარათე ანგარიშზე კი - 0 ლარი.
2010 წლის დეკლარაციის მიხედვით, გოგორიშვილს "ბაზისბანკში" გახსნილ ანაბარზე 5 606.55 ევრო ერიცხებოდა, საბართე ანგარიშზე კი დებეტის სახით - 1 169 ლარი.
უკვე 2011 წლის დეკლარაციაში პარლამენტის წევრს "ბაზის ბანკის" ანგარიშზე ნაშთის სახით (დებეტი ან კრედიტი) 6 055 ევრო ერიცხებოდა, ამავე ბანკის საბარათე ანგარიშზე კი - 7 775 ლარი (დებეტი).
ხათუნა გოგორიშვილის უძრავ ქონებას რაც შეეხება, 2009 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, მას თბილისში, შარტავას #18ა-ში 112 კვ. მეტრის ფართობის საცხოვრებელი ბინა აქვს.
აღსანიშნავია, რომ თუ დეკლარაციას ვენდობით, 2010 და 2011 წლებში გოგორიშვილის უძრავ ქონებას არაფერი შემატებია და არც დაკლებია.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლების დეკლარაციებში შესაბამისი გრაფები ცარიელია.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, ხათუნა გოგორიშვილს 2009-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.
დეკლარაციას თუ ვენდობით, 2009-2011 წლების განმავლობაში პარლამენტის წევრს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღია.
ასევე, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა - "თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე", 2009 წელს ხათუნა გოგორიშვილს სამივლინებო თანხა - 3 258 ლარი აქვს მითითებული. 2010 წლის დეკლარაციის მიხედვით, სამივლინებო თანხის სახით, გოგორიშვილს 5 866.79 ლარი მიუღია, ხოლო ბანკში გახსნილ ანაბარზე დარიცხულმა პროცენტმა 509 ევრო შეადგინა. 2011 წლის დეკლარაციის თანახად, უმრავლესობის წარმომადგენელს პარლამენტში სამივლინებო თანხის სახით 5 097.05 ლარი აქვს მითითებული, ანაბრიდან დარიცხულ პროცენტი კი - 449 ლარი.
ცნობისთვის, ხათუნა გოგორიშვილი დაუოჯახებელია და მარტო ცხოვრობს