საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის "ყველაზე დიდი შეცდომა" ქვეყნის ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის ხელშეწყობა იყო.
ამის შესახებ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს.
მისივე განცხადებით, მას სურდა, რომ "ქვეყნის პრეზიდენტი ზურაბ ჟვანია გამხდარიყო".
"მაშინდელ გუნდში იცოდნენ, რომ ჟვანია ქვეყნის პირველი პირი აუცილებლად გახდებოდა, ამიტომაც მოკლეს ის", - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
"უფრო სწორი იქნებოდა, რომ 2003 წლის, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, პრეზიდენტი ჟვანია გამხდარიყო და არა სააკაშვილი", - მიიჩნევს ექს-პრეზიდენტი.
"როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, აშკარა გახდა, რომ ის ხალხის იმედებს ვერ გაამართლებდა. ჟვანიას წინსვლის დიდი შანსები ჰქონდა. ამიტომაც ის მოკლეს".
შევარდნაძე აღნიშნავს, რომ 1990-იან წლებში საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი კარგად მუშაობდა, რის გამოც ის ამჟამინდელ პრეზიდენტს პოლიტიკურ კარიერასში დახმარებას უწევდა.