"ბიძინობასთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინა. წირვა აღევლინა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. წირვას ივანიშვილიც დაესწრო. მოგვიანებით მან ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთა. ქვეყნის პირველი მეოცნებე ხალხის აქტიურობით ძალიან კმაყოფილი იყო - თუ არჩევნები იდეალურად ჩატარდება, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში საერთოდ ვერ შევა, - განუცხადა ჟურნალისტებს ივანიშვილმა. მისივე განმარტებით, ის საკანონმდებლო ორგანოში 2/3-ით შესვლას ელოდება, რა რიცხვიც პოლიტიკაში მოსვლისას შემთხვევით არ დაუსახელებია. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, სად გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილი: "ახალი პარლამენტი ქუთაისში შეიკრიბება".
"სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში აშენდა და კონსტიტუციითაც საპარლამენტო ქალაქად ქუთაისი გამოცხადდა. ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლეობა ამის წინააღმდეგი იყო და აცხადებდნენ, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში ისინი პარლამენტს თბილისს დაუბრუნებდნენ. თვბილისში მდებარე პარლამენტის შენობა კი ფაქტობრივად აღარ არსებობდა - აქედან ინვენტარი, კარგა ხანია რაც გაიტანეს. სექტემბერში კი პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაშალეს - ამდენად, იქ სხდომის გამართვა არ შეიძლება. თბილისში პარლამენტის დაბრუნების პირობა თავად ბიძინა ივანიშვილმაც დადო. გუშინ კი ისევ ქუთაისისკენ გაუწია გულმა", - აღნიშნავს გამოცემა.
"პარლამენტი სად იქნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს კაცი ახირებულად ცდილობს, რომ ეს არ მოხდეს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში და ის ისე დაანგრია, რომ იქ დაჯდომაც არ შეიძლება. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე ქუთაისელებს არ ვაწყენინებთ, შემდეგ კი შევეკითხებით მოსახლეობას და ერთად გადავწყვეტთ სად აჯობებს", - დასძინა ივანიშვილმა. კითხვაზე, საერთო ჯამში როგორ აფასებს ჩატარებულ წინასაარჩევნო კამპანიას, კოალიციის ლიდერის თქმით, ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული უამრავი დარღვევის მიუხედავად ქართველმა ხალხმა უამრავი დარღვევის მიუხედავად მოახერხა კულტურულად მოქცეულიყო. "დღეს ღირსეული დრე იქნება და საქართველოს ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები დაფიქსირდება, განაცხადა ივანიშვილმა. მისივე განმარტებით, ამ ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს მართვა რთულია - "ძალიან მოკლე დროში გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს მართვა რთულია და ის ჯერ ვერ ვისწავლეთ", განაცხადა ივანიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ "ამ კუთხით გარდამტეხი დღე დგას", - დასძენს გამოცემა.