"ხაშურში პოლიცია და ხალხი ერთმანეთს რომ დაერია, ამ დროს "რუსთავზე" "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "იმედზე" - "მონანიება", "რეალ-ტვ"-ზე კი "არმაგედონი" გადიოდა! არადა, მართლა არავის ეგონა, თუ ნაციონალები ისე გაუტევდნენ, რომ შუაღამისას ხაშურში სპეცრაზმი შევიდოდა და სანამ დანარჩენი საქართველო ზეიმობდა, ხაშურის მოხასლეობა სპეცრაზმის წინააღმდეგ თავის ხმებს იცავდა. პარალელურად კი სააკაშვილის კარზე დიდი გარჩევები მიდიოდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "ნაციონალებო, გახსოვდეთ, 23 ნოემბერი 2 ნოემბრით დაიწყო!"
"როგორც ამბობენ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიშასთან მისულა "თავისუფლების ინსტიტუტი" და მათი ორი "მოზგი" - ბოკერია და რამიშვილი. სააკაშვილთან ეს შეხვედრა მას შემდეგ დაგეგმილა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო გავრცელებულიყო ჟვანიას სიკვდილის ამსახველი ვიდეომასალა. თავისუფლების ინსტიტუტის შეშფოთება ციხის კადრების გავრცელების შემდეგ და მათი ეჭვი, როგორც ამბობენ, ყოფილა ერთადერთი რამ: ხომ არ გაურიგდა "იმას" მიშა და თავის გადარჩენისთვის ხომ არ გაგვწირა!" - აღნიშნავს გამოცემა.
"როგორც ამბობენ, ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხმათა გადანაწილებასაც, უმრავლესობით მოსვლის იდეა სააკაშვილის არ იყო - სააკაშვილს ცალკეულ უბნებზე გამარჯვება უფრო აინტერესებდა თურმე - პირადი ინტერესები აქვს მავანთა მიმართ და იმიტომ. საბოლოო ჯამში ნათელი გახდა ერთი რამ: მიშას დემოკრატობანას თამაში უფრო აწყობდა გასაგები მიზეზების გამო, ვადამდე არავინ გამწესებდა თანამდებობიდან, პარლამენტი კი არასდროს ყოფილა მიშასთვის მნიშვნელოვანი ორგანო. როგორც ამბობენ, როგორც კი მიხვდნენ ზედმეტად თავისუფალი "თავისუფლების ინსტიტუტელები" რაც ჰქონდა ჩაფიქრებული სააკაშვილს, ვა-ბანკზე წავიდნენ. "შენ თუ გგონია, გმირად წახვალ, ძალიან ცდები" - დამუქრებია გიგა ბოკერია და ამის "გარანტიაც" მიუცია სააკაშვილისთვის", - დასძენს გამოცემა.
"როგორც ამბობენ, მიშას ნერვიულობისგან დორბლი წამოსვლია და ნებისმიერ წინადადებაზე თანახმა ვარო, განუცხადებია. გადაწყდა: პირველ ოქტომბერს მიშა თბილისს თვალით არ დაენახვებოდა, დათმობდნენ რამდენიმე მაჟორიტარს და პროპორციულს პროპორციულად ისე, რომ მაინც უმრავლესობაში დარჩებოდნენ. მოკლედ, დღეს უკვე სხვა საქართველოში გავიღვიძებთ და ისეთი პირი უჩანს ყველაფერს, ეს საქართველოს ისევ თავისი ხმების დასაცავად გამოვა გარეთ. ნაციონალებო, დახსოვდეთ, 23 ნოემბერი 2 ნოემბრით დაიწყო და არჩევნები მართლა სექსი არაა, ორივე მხარე კმაყოფილიდ დარჩეს!"- წერს სტატიის ავტორი.