ამ წუთებში

ამ წუთებში"რუსთავი 2"-ზე ფილმი "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" გადის

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მიხეილ ჭიაურელის ფილმის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" ჩვენება დაიწყო. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტ-მომხმარებლები წერენ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ტელეკომპანიამ პირველად თქვა სიმართლე.

"რუსთავი 2" სხვა შედეგზე იყო ორიენტირებული - "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" გადის. არადა, ეგრეა!", - წერს "ფეისბუქზე" ჟურნალისტი ნატო ონიანი.

ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი კი ამ ფაქტს ასე ეხმაურება: "რუსთავი-2"-ზე გადის ფილმი - "რაც გინახავს ვეღარ ნახავ" :)))

ამასთან, "რეალ TV"-მ ეთერში მაიკლ ბეის ფილმი "არმაგედონი" გაუშვა.