"მიხეილ სააკაშვილის ბანაკში არეულობაა! 6 დღის წინ წყნეთი დიდ უბედურებას გადაურჩა. როგორც "ქრონიკას" ამცნეს, სააკაშვილის ორი ასპიტი - ბაჩო და დათა ახალაიები ერთ-ერთის ცოლეურობის აგარაკზე წყნეთში იყვნენ, როცა ხელისუფლებაში ახალაიების რომელიღაც დაუძინებელ მტერს ბრძანება გაუცია და შავნაბადას სპედანიშნულების რაზმისთვის ახალაიების დაპატიმრება დაუვალებია. კბილებამდე შეიარაღებული 50 სპეცრაზმელი კიდეც აპირებდა ამ ბრძანების შესრულებას, მაგრამ ინფორმაციას გაუჟონავს და ახალაიების დასაცავად კუდ-ის სპეცრაზმის უფროსს ტარიელ შერვაშიძეს დაუძრავს თავისი ლაშქარი", - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით მიშას "რეზერვისტები კონფიდენციალურად ინახულეს ბიძინა ივანიშვილის მომხრე იმ "ზვიადისტმა" მებრძოლებმა, რომლებიც შევარდბაძის ხუნტას სააკაშვილის მომხრე "ზვიადისტებთან" ერთად ებრძოდნენ! ძველი ძმადნაფიცები და "აკოფის" მეგობრები უსიტყვოდ შეთანხმებულან, რომ ხალხის წინააღმდეგ იარაღის შემმართველი იარაღითვე მოკვდება!"
"ერთი სიტყვით, ძალიან რეალური ყოფილა საფრთხე, შავნაბადელებსა და კუდელებს წყნეთში ერთმანეთი ამოეხოცათ, რაც კიდევ უფრო დიდი ცოდვა იქნებოდა ამ ისედაც ცოდვიანი და სისხლიანი ხელისუფლების ავ საქმეთა დავთარში. მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილი ან მერაბიშვილი მიხვდნენ, რომ ასეთ სიტუაციაში ძმები ახალაიაების დაპატიმრება დიდ რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული და ოპერაცია გადაიდო. ახლა სააკაშვილის ბანაკში სიტუაცია თითქმის ისეთივეა, რა მდგომარეობაც ჰიტლერის ბუნკერში 1945 წლის მარტსა და იყო, როცა მოკავშირეების მასობრივი დაბომბვების და შტურმის ფონზე, როცა მთელი გერმანია ცეცხლის ალში იყო გახვეული, ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის წევრები ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ, რადგან არავინ იცოდა, ვინ სად გაიპარებოდა ან ვინ ვის დააპატიმრებდა... "ქრონიკას" ისიც უთხრეს, რომ ახალაიები მიშას თურმე აშინებენ და პირდაპირ მიანიშნებენ - ცუდი არაფერი გაბედო, თორემ ხომ იცი, ხელი არ აგვიკანკალდებაო!" - აღნიშნავს გამოცემა
"თავის მხრივ, შეშინებული და დაფეთებული მიშა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუ რაზე არიან წამსვლელნი ახალაიები, თავისი მასწავლებლისა და აღმზრდელის - ედუარდ შევარდნაძის ზუსტად იმ ტაქტიკას ირჩევს, რომელიც "ამბროსოვიჩმა" ასე წარმატებით გამოიყენა თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანი "ვირის აბანოში" მოსაყუჩებლად. თენგიზი და ჯაბა ახლად ჩამოსულ ედუარდს დედას აგინებდნენ, იარაღს ცხვირწინ უტრიალებდნენ და მთავრობის წევრების მძღოლების თვალწინ ამცირებდნენ - აქაოდა, ჩვენი ჩამოყვანილი ხარ და ჩვენვე აგიგებთ წესსო. შევარდნაძე ამ ყველაფერს იობის მოთმინებით ითმენდა დ და წელი მოიმაგრა თუ არა, ორივე ციხეში გამოკეტა. როგორც გვატრობინებენ, სააკაშვილიც ამ დღეში ჰყოლიათ ახალაიებს, მაგრამ ახლა როგორც სააკაშვილის, ისე ახალაიების მდგომარეობას ის ართულებს, რომ თუ შევარდნაძეს დრო ჰქონდა. სააკაშვილი ცაიტნოტშია - მას დრო ეწურება", - დასძენს გამოცემა.
"როგორც "ქრონიკას" ამცნეს, დემორალიზებული და ფაქტობრივად განიარაღებულია სააკაშვილის ნებაყოფლობითი "რეზერვიც, რომლის წევრებს შორის თურმე ძალიან ბევრი ყოფილა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი. მართალია, ამ ხალხთან "მუშაობა" სააკაშვილის მხარდამჭერ "გამიშარასტებულ ზვიადისტებს" - ნუგზარ წიკლაურს, ეკა ხერხეულიძეს, ხათუნა ოჩიაურს ჰქონდათ დავალებული, მაგრამ ცოტა ხნით წინათ სამეგრელოში მიშას "რეზერვისტები" კონფიდენციალურ ვითარებაში ინახულეს ბიძინა ივანიშვილის მომხრე იმ "ზვიადისტმა" მებრძოლებმა, რომლებიც შევარდბაძის ხუნტას სააკაშვილის მომხრე "ზვიადისტებთან" ერთად ებრძოდნენ! ძველი ძმადნაფიცები და "აკოფის" მეგობრები უსიტყვოდ შეთანხმებულან, რომ ხალხის წინააღმდეგ იარაღის შემმართველი იარაღითვე მოკვდება!" - წერს სტატიის ავტორი.
"დაბნეულობაა სააკაშვილის "ზონდერებშიც". განსაკუთრებით არეულობა ყოფილა კბილებდაკრეჭილი მხედრიონელისა და კრიმინალის გია უდესიანის დაჯგუფებაში, რომელიც დაახლოებით ამ ორი თვის წინ სულ ძველი "ზვიადისტი" მეომრებით შეუვსიათ, მაგრამ ქართველთყლაპია და სისხლმოწყურებულ უდესიანს თავისი "შპიონების" წყალობით მალევე შეუტყვია, "ზვიადისტები" მშვიდობიანი თანამოძმეების წინააღმდეგ იარარს რომ არ აწევენ და ამიტომაც მათთვის იარაღი ჩამოურთმევია, აქაოდა, სანდონი არა ხართო. და მაინც, ვის ენდობა მიშა? უპირველეს ყოვლისა, ალბათ მაინც ციხის პსეცრაზმს, რომელიც პირადად ბაჩო ახალაის მიერ მკვლელებიტა და სადისტებიტაა დაკომპლექტებული. ეს ის ხალხის, რომელიც ყველაფერზე მოაწერს ხელს და 7 ნოემბერსა და 26ბ მაისს მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის დროს ენით აუწერელი სიმხეცე და სისასტიკე გამოავლინეს. ეს ის ნაძირლები არიან, რომლების პატიმრებს აწამებდნენ. ამცირებდნენ და მერე ეს ყველაფერი ფირზე აღბეჭდილი სააკაშვილთან ამოჰქონდათ, რათა მიშა "დამტკბარიყო". რაც შეეხება სააკაშვილის ზონდერების მეორე უსტაბაშს, პარლამენტარ ბადრი ბასიშვილს, ადრე ისეთი გამოუსწორებეილი ნარკომანი იყო, პოლიცია "გეგმის" შესასრულებლად" სულ მაგას იჭერდა, მაგრამ ბედად, ვარდების რევოლუციამ მოუსწრო... ახლა ისეთ დღეშია, სააკაშვილს სამარეში მიჰყვება", - დასძენს სტატიის ავტორი.