ბათუმში მყოფმა აშშ-ს საზღვაო ქვეითთა სამმა ასეულმა უნდა უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ევაკუაცია

ბათუმში მყოფმა აშშ-ს საზღვაო ქვეითთა სამმა ასეულმა უნდა უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ევაკუაცია

რუსული საინფორმაციო საშუალებები საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ, რომელსაც „საქართველო და მსოფლიო“ უცვლელად გთავაზობთ.

სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე სასაზღვრო პოსტი დაცხრილეს

ცხინვალი. 29 სექტემბერი /იტარ–ტასი/. სამხრეთ ოსეთში საქართველოს საზღვართან სასაზღვრო პოსტი დაცხრილეს. როგორც იტარ–ტასის კორესპონდეტს რესპუბლიკის სუკ–ში განუცხადეს, ინციდენტი გასულ ღამეს საქართველოსთან მოსაზღვრე დაბასთან მოხდა

„დღეს დილის 3:40 საათზე სამხრეთ ოსეთის სუკ–ის სასაზღვრო პოსტი მცირე კალიბრის იარაღიდან და ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნით იქნა დაცხრილული. სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლზე არ უპასუხიათ. თავდასხმის შედეგად არავინ დაჭრილა“ – აღნიშნეს სუკ–ში.

იმის შემდეგ, რაც ცეცხლი შეწყდა, საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა აწარმოეს სამძებრო ღონისძიებები, რომელთა შედეგადაც დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე. „დაკავებული საქართველოს მოქალაქე მოგოლ ტომიაშვილი, შსს–ს თანამშრომელია, მას აღმოაჩნდა მ4 ტიპის ამერიკული წარმოების ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნიანი კარაბინი“ – განაცხადეს სუკ–ის პრეს–სამსახურში.

ეს ინფორმაცია საგანგაშოდ იმიტომაც მივიჩნიეთ, რომ მცირე ხნით ადრე, რუსულ მედიაში ასევე გავრცელდა ცნობა რომ ბათუმში დისლოცირებილია ამერიკელი საზღვაო ქვეითების სამი ასეული, რომელიც ქვეყანაში სავარაუდოდ 28 სექტემბერს დასრულებული ნატო–საქართველოს სწავლება „საქართველო 2012“ ის ფარგლებში შემოვიდა და რომელმაც საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ქვეყნიდან უსაფრთხო ევაკუაცია უნდა უზრუნველყოს. უსაფრთხო ევაკუაცია კი პრეზიდენტს მხოლოს საარჩევნო პროცესისი სახალხო ამბოხში ან სამხედრო დაპირისპირებაში გადაზრდის შემთხვევაში შეძლება დასჭირდეს. „საქართველო და მსოფლიო" ასევე უცვლელად გთავაზობთ მეორე საგანგაშო ცნობასაც.

არჩევნების წინ სააკაშვილს ამერიკული საზღვაო ქვეითები აზღვევენ

წინასაარჩევნო პერიოდის სიტუაცია საქართველოში ნელნელა იმ წერტილს აღწევს, როდესაც ფიზიკური ძალადობის შემცველი პირდაპირი სამოქალაქო დაპირისპირება იწყება. ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის რეჟიმი ისტერიკასთან ახლოსაა და უკვე საკუთარ მოქმედებებს ვეღარ აკონტროლებს. ქვეყანაში სრული სვლით მიმდინარეობს ქუჩის საპროტესტო აქციები, რომლებიც არჩევნების შემდეგ დიდი ალბათობით სხვა სახეს მიიღებს. რადგანაც ასევე დიდი ალბათობით არჩევნები გაყალბდება. ამერიკელებს თავისი არჩევნები მოადგათ კარს და საქართველოს საქმეებში ჩაღრმავების დრო აღარ აქვთ. თუმცა თავის „ძუკნის შვილებს“ ცდილობენ მხარი დაუჭირონ.

სადღეისოდ ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების 3 ასეული იმყოფება, რომელთა მიზანიცაა ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ფიზიკური ძალადობის ფაქტის შემთხვევაში უზრუნველყონ ევაკუაციისთვის საჭირო კორიდორი სააკაშვილისთვის. მათ ამაში დახმარებას საქართველოს სამხედრო ძალების სპეცდანიშნულების რაზმი გაუწევს. ამ ქვედანაყოფებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოება, რომელიც ქვეყანაში სიტუაციაზე კონტროლს კარგავს. ასეთ მოქმედებებამდე ამერიკელები იმ ფაქტმა მიიყვანა, რომ სააკაშვილს არ გააჩნია მტკიცე პოზიციები ჯარში. ჯარისკაცთა მნიშვნელოვანი ნაწილი მზადაა მხარი ივანიშვილს დაუჭიროს.

სააკაშვილს შეუძლია გამოიყენოს ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობა, რაც თავისი დასავლური მფარველების მდუმარე დასტურით უკვე რამოდენიმეჯერ გააკეთა, მაგრამ ამ შემთხვევაში თამაშის წესები შეიცვალა და ამჯერად რეჟიმი დაუსჯელად ოპონენტებს ქუჩებში ვეღარ გაუსწორდება. აშშ–ში ამას შეაფასებენ როგორც კავკასიური პროექტის კრახს. ევროკავშირის პოზიციაც იგივე იქნება – მითუმეტეს, რომ პატიმართა „ყველაზე დემოკრატიულ ციხეებში ყველაზე ნაქები პოლიციის მიერ “ წამებისა და გაუპატიურების ფაქტებს მოყოლებული სკანდალის შემდეგ. 

ერთადერთი რეალური ვარიანტი, რომ სააკაშვილმა ამომრჩევლის ყურადღება გადაიტანოს – ეს არის წამოიწყოს კიდევ ერთი ომი სამხრეთ ოსეთში. ბოლო ორი თვის მანძილზე ქართული ჯარი აქტიურად ატარებდა ღონისძიებებს სამხრეთ–ოსეთის საზღვართან. კვლავ ომი?

ევროპელები შეეცდებიან ყველანაირი ძალისხმევით შეაჩერონ სააკაშვილი, არ დაუშვან მისგან განმეორებითი აგრესია. საქართველოს მიერ წამოწყებული კიდევ ერთი ომი ევროკავშირის კავკასიური პოლიტიკის კრახი გახდება. რუსეთს ცხინვალთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება უსაფრთხოების შესახებ, ამიტომ თავდასხმა ცხინვალზე ავტომატურად ნიშნავს რუსეთისთვის ომის გამოცხადებას. ამდენად სააკაშვილის მიერ ჩრდილოეთის მიმართულებით მორიგი აგრესიის შემთხვევაში რეგიონალური უსაფრთხოების სისტემა დაინგრევა. ის რომ თავად საქართველო ქაოსში აღმოჩნდება იქნება ყველაზე უმნიშვნელო დეტალი ამ სურათში. გვრჩება მხოლოდ მოლოდინი თუ როგორ გადაწყდება საქართველოს პოლიტიკური კრიზისი, არაა გამორიცხული, რომ მან რეგიონში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს.