კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოების ყურადღების ცენტში აღმოჩნდა, ისევე როგორც მისი მამხილებელი ფილმი "დემოკრატიის შუქურა". საჯარო გამოსვლებისას ქვეყნის პირველმა პირმა ხაინდრავა უკვე რამდენჯერმე ახსენა. ამ პროცესების შეფასება ბატონ გოგას ვთხოვეთ:
- სააკაშვილს არ ასცდება პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, მისმა რეჟიმმა ადამიანური სახე დაკარგა. ერთ-ერთი მთავარი, რაც სააკაშვილს მოსვენებას უკარგავს, ჩემი ფილმია - "დემოკრატიის შუქურა", რომელიც უკვე მთელმა მსოფლიომ ნახა: ბრიუსელში, ვენაში, ნიუ-იორკში. მან კარგად იცის, რომ ეს ფილმი მისი განაჩენია. მით უმეტეს, რომ ფილმს მოჰყვა ის შემზარავი ვიდეოკადრები, რომელმაც მსოფლიო შეძრა. ვფიქრობ, მარტო ეს მასალებიც საკმარისია, რომ სააკაშვილი ჰააგის სასამართლოში განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს. მან იცის, რა ელის და ისიც იცის, ამ ყველაფერში რა როლი მიმიძღვის. ამიტომაც მახსენებს ბოლო ხანს ხშირად.
- სააკაშვილმა მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა, ხაინდრავა ჯერ კიდევ მაისში ამბობდა: ჩვენ მათ ცოცხებს მოვუწყობთო.
- არ ვიცი, სააკაშვილს რა ესიზმრება. მე სააკაშვილის, მისი რეჟიმის ქვეყნიდან ცოცხებითა და აქანდაზით გაგვაზე ვლაპარაკობდი. უფრო ხშირად კომბლებს ვახსენებდი, მაგრამ დღეს მათ დამპალ, აგონიაში მყოფ ორგანიზმს კომბალი აღარ სჭირდება. ახლახან აჩვენეს კადრები, სადაც ბაჩო ახალაიას დანიშვნისას სააკაშვილი ამბობს: ადრე ქურდები ციხეს აკონტროლებდნენ, ახლა კი ცოცხებით ხელში გვიან იქაურობასო. ასე რომ, სააკაშვილმა ახალაია, ცოცხები და ქურდები თვითონ დააკავშირა. ვფიქრობ, ეს თვითაღიარებაა და კიდევ: მან თქვა, ასეთი რამ ოთხ დღეში ერთხელ ხდებაო! მჯერა, სააკაშვილის სასამართლო პროცესამდე ძალზე ცოტა დრო დარჩა.
- ხელისუფლება ამბობს, რომ არჩევნებამდე ოპოზიციის წინააღმდეგ კიდევ არაერთ კომპრომატს გამოაქვეყნებს.
- ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, ასეთი "კომპრომატები" მათ უკვე გამოაქვეყნეს 2007, 2009 წლებში. ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის კრიმინალური გაერთიანება, ბოროტმოქმედთა ბანდა, რომელსაც კაცობრიობის წინაშე აქვს ჩადენილი დანაშაული. ის შემზარავი კადრები, რაც ჩვენ ვიხილეთ, იმის მეასედია, რაც ამ ადამიანებს ჩადენილი აქვთ. ეს კრიმინალი კი არა, ადამიანის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. მინდა სააკაშვილს მივმართო: ძრწოდე და გეშინოდეს, შენ ამ ყველაფერზე პასუხს აგებ! მის სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვიქნები - მისი და მერაბიშვილის მიერ ჩადენილ სახელმწიფო დანაშაულებებს ვამხელ.
საბედნიეროდ, დღეს საქართველოსა და მთელ მსოფლიოშიც ყველას თვალი აეხილა და კარგად დაინახა, რომ ბუშის "დემოკრატიის შუქურამ", სინამდვილეში კაციჭამია, მსოფლიოში ყველაზე ანტიდემოკრატიული რეჟიმი შექმნა.