იქცევა თუ არა საქართველო მესამე მსოფლიო ომის პლაცდარმად?

იქცევა თუ არა საქართველო მესამე მსოფლიო ომის პლაცდარმად?

აშშ-ის სირიაზე ან ირანზე თავდასხმის შემთხვევაში საქართველო შესაძლოა ბრძოლის ველად იქცეს. ამ სცენარზე საქართველოშიც ალაპარაკდნენ. ჟურნალ „არსენალის“  მთავარი რედაქტორის აზრით, სომხეთში განლაგებული ბაზების მომარაგების მიზნით, რუსეთი იძულებული გახდება, საქართველოს გავლით სამხედრო დერეფანი გაჭრას.  რა ელის პატარა საქართველოს ასეთ ვითარებაში და რანაირად შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ბატონი ელიზბარ ჯაველიძე გვესაუბრება.

სირია-თურქეთის საზღვარზე მომხდარმა ინციდენტმა ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის უფრო დაძაბა. თურქეთმა განაცხადა, რომ ომში ჩაბმას არ აპირებს, მაგრამ არც საკუთარი მოქალაქეების დაჩაგვრის ნებას მისცემს ვინმეს. სირია ბოდიშის მოხდას არ აპირებს, თურქეთში კი ომის დაწყების როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგები არიან. როგორ შეაფასებთ ამ ამბებს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტის ესკალაციას?

- კონფლიქტი სირიასა და თურქეთს შორის, დიდი ხანია, არსებობს. პროცესი ხან მალულად მიმდინარეობს, ხან კი აშკარად წარმოჩინდება ხოლმე. მთავარი კი ისაა, რომ ეს ამერიკის ინტერესების გამო ხდება. ირანი დიდი ხანია მუშაობს ურანის გამდიდრებაზე და ატომური ენერგიის შექმნაზე,  მაგრამ ამერიკა გამუდმებით აცხადებს, რომ ირანი ამზადებს ატომურ ბომბს. აშშ-ის საგარეო პოლიტიკა  ერთპოლარული სამყაროს შექმნისკენაა მიმართული, რათა შემდგომ თავად იბატონოს. ახლო აღმოსავლეთში ამბოხისა და ქუჩის აქციების წარმოება ამერიკის ხელშეწყობით ხდება. ვითომდა დიქტატორული რეჟიმის დასამარცხებლად და დემოკრატიის დასამყარებლად. ამერიკა  ყველგან ცდილობს თავისი ფასეულობების დამკვიდრებას, მთელ მსოფლიოშიც კი. თუ გახსოვთ, პლაკატი იყო ასეთი: ბუში ავტომატით ხელში და წარწერა „თუ არ გინდათ, მოვალთ და გავავრცელებთ“. სოციალისტების დევიზი იყო ადამიანთა თანასწორობა, რომლითაც მსოფლიოს მეხუთედი გააწითლეს, ამერიკელების ლოზუნგი კი დემოკრატიაა. პლატონისა და არისტოტელეს აზრით, დემოკრატია არ არის იქ, სადაც ძალმომრეობაა, სადაც არ არის ამორჩევითობა და პოლიტიკური სიჭრელე. ახლა კი ყველაფერში მთავარია ძალა. აშშ-ის ძლიერი სამხედრო მანქანა და ფინანსური ძალა – დოლარი აქვს, რომელიც სავალუტო რეზერვით, ოქროთი, არ არის დაზღვეული, ანუ მის უკან არაფერი დგას. როგორც ამბობენ, ამერიკელი ჯარისკაცის უკან დგას დოლარი, დოლარის უკან კი – ჯარისკაცი. ამერიკელებს, უპირველესად, აინტერესებთ წიაღისეული და შავი ოქრო. პირველი კონფლიქტი, რომელიც მათ ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე გააჩაღეს, სადამ ჰუსეინთან იყო. ჰუსეინმა განაცხადა, რომ ნავთობი ევრო ვალუტაში უნდა შეფასებულიყო, რაც, შესაბამისად, დოლარის კურსის დაცემას გამოიწვევდა. ამიტომ, აშშ-მა ჰუსეინს ქიმიური იარაღის დამზადება დააბრალა და ქვეყანაში შეიჭრა.

იგივე სიტუაცია დღესაც. ირანის წინააღმდეგ  პრეტენზია აქვთ იმიტომ, რომ მას ნავთობის დიდი საბადოები აქვს. ქვეყანა კი კონსერვატიულია, ტრადიციებს მკაცრად იცავს,  ამერიკულ ფასეულობებს კი სასტიკად ეწინააღმდეგება. ამერიკაში მიაჩნიათ, რომ, ვისაც თავისუფალი ბაზარი არ აქვს, თავისუფლების იდეებს არ იღებს, მტერია, მითუმეტეს, თუ არ ემორჩილება მათ. ამერიკა ვერ აღწევს თავის მიზანს, რადგან ისლამი განსაკუთრებული რელიგიაა, იმ თვალსაზრისით, რომ იუდეველების მსგავსად,  ფასეულობებისა და იდენტურობის დაცვა და შენარჩუნება შეუძლია. ჰაზავატი  სარწმუნოებისთვის ბრძოლაა და ამიტომ მათთან ამერეკელები ვერ ამკვიდერებენ  თავიანთ ფასეულობებს.

სიტუაცია დაიძაბა იმიტომ, რომ რუსეთი და ჩინეთი სირიას მხარში ამოუდგნენ. კადაფი და მისნაირი ლიდერები, დემოკრატიულ ამერიკასთან მეგობრობდნენ. ამერიკამ კი   მოიშორა მაშინვე, რადგან საჭირო აღარ იყვნენ. სირიის ოპოზიციას ამარაგებენ ფულითა და იარაღით.  ვერავინ ბედავს, რაიმე თქვას აშშ-ის წინააღმდეგ. ამერიკას კი თავი უკვე იმპერატორად მიაჩნია. აშშ-ს არ უნახავს ომის სიმწარე საკუთარ ტერიტორიაზე.  ახლა ირკვევა და ამაზე უამრავ ლიტერატურაშიც არის ნათქვამი, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი აშშ-ის ცერუს და ისრაელის მოსადის ნახელავია. ეს იმისთვის გააკეთეს, რომ ერაყში შეჭრისა და ბრძოლის დაწყების საბაბი ჰქონოდათ. „ალ ქაიდაც“ ხომ  მათი შექმნილია. დღეს ეს ხრიკები ტარდება ირანის მიმართ. დასავლეთი კი ვერ ეწევა დამოუკიდებელ პოლიტიკას. ამერიკულმა სიბილწემ ჩაძირა ძველებური ევროპის კულტურა და ტრადიციები. ყოველივე  ამას ევროპის მოსახლეობა წინააღმდეგობას ვერ უწევს.

არსებობს მოსაზრება, რომ, თუ ნატოს ჯარები საერთაშორისო ნორმებს ამჯერადაც დაარღვევენ და სირიას თავს დაესხმებიან, საპასუხოდ  რუსეთიცდაარღვევსნორმებს და სამხრეთ კავკასიაში შეიჭრება, რაც თურქეთს საშუალებას მისცემსხელსაყრელ სრუტეებს პირველი დაეპატრონოს. რამდენად რეალურია ასეთი სცენარის განვითარების საშიშროება?  

- ჩვენი ე. წ. ყოფილი ხელისუფლება  აშშ-ის მონა იყო. მათ პროვინციად ვიქეცით. ყველაფერს მათი მითითებით ვასრულებთ. სწორად მოიქცნენ, როდესაც სააკაშვილს არჩევნებზე დამარცხება აღიარებინეს, მიხვდნენ, რომ ქართველ ხალხთან ძალმომრეობით არაფერი გამოუვიდოდათ. ეს დიდი მასონური გეგმაა, პირველი პირი, რა თქმა უნდა, არაა მასონური ლოჟის წევრი, მაგრამ მისი მოადგილეები რუხი კარდინალები არიან. ამ გეგმას ჩვენი ხელისუფლება მიზანმიმართულად განახორციელებდა. ნატოს ჯარებს აეროდრომებს სთავაზობდა, ავღანეთში  ჩვენს ბიჭებს გამოცდილების მისაღებად კი არა, სკამების შესანარჩუნებლად აგზავნიდნენ. აშშ-ს საქართველოს გეოგრაფული მდებარეობა აინტერესებს და არა ქართველი ხალხი. აშშ-თან პრეტენზიები აქვს რუსეთს, რადგან  ერთპოლუსიანი სამყაროს არსებობა არასწორად მიაჩნია. „აქლემის ჩხუბში კოზაკი გაიჭყლიტაო“, - ასე დაგვემართება, თუ რუსეთსა და აშშ-ს შორის კონფლიქტი მოხდება. ათათურქი მასონი იყო,  ქვეყანას გამოაცალა ფასეულობები, შეუცვალა ნიადაგი და ემოციურად დაცალა. თურქეთს არ უნდა, რომ აშშ-ს აწყენინოს. ის ამერიკის ინტერესებისთვის მოქმედებს.  რუსეთმა ნატოს ჯარები არ დაუშვა.  ეს ყოფილი მთავრობა კუდს კიდევ მოიქნევს, შეიძლება პროვოკაციები მოაწყოს. ცალსახაა, რომ  ნატოში არ მიგვიღებენ და წნეხში მოვხვდებით.

საქართველოში ბევრი თურქული კაპიტალია დაბანდებული, აჭარაც ნელ-ნელა გადადის  მათ ხელში. კონფლიქტის გაღრმავების შემთხვევაში რა საფრთხე შეიძლება წამოვიდეს თურქეთიდან და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველო?

- მე პროფესიით თურქოლოგი ვარ, პატივს ვცემ თურქეთის კულტურას, ლიტერატურას. ამ სფეროში  ბევრი ნაშრომი მაქვს გაკეთებული, ახლაც ვმუშაობ ერთ-ერთ წიგნზე, მაგრამ, როდესაც პოლიტიკური მოსაზრებებით  ჩვენს შევიწროებას  ეხება საქმე, როგორ უნდა გავჩუმდე. უნივერსიტეტში დახურეს ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის და სხვა მრავალი გამოჩენილი ადამიანის სახელობის კაბინეტი და კათედრა. მიზეზად სახსრების უქონლობა დაასახელეს. ამ დროს გახსნეს  იუნუს ემრეს ცენტრი. ამას რა ჰქვია, თუ არა ქართული ცნობიერების მიზანმიმართული ამოძირკვა და განადგურება! თურქეთიდან მიზანმიმართულად ჩამოიყვანეს ლექტორები, ჩვენი ლექტორები კი დაუსაქმებლები არიან. ომის პირობებში  ქვეყნის დაქსაქსვის მცდელობა გამორიცხული არაა. აგვისტოს ომის დროს თურქები მზად იყვნენ, აჭარაში შემოსულიყვნენ და ტერიტორია დაეკავებინათ.  თავდასხმისგან თურქეთს ჯერჯერობით ყარსის ხელშეკრულება აკავებს.

თურქეთში  ჩვენს თანამემამულეებს კაპიკებზე ამუშავებენ. იქ სამ თვეზე მეტხანს დარჩენის უფლება არ აქვთ. აქ კი თურქები თავისუფლად შემოდიან, ბიზნესს აწარმოებენ,  ხალხი ჩამოჰყავთ სამუშაოდ.  აქ მოპოვებული თანხაც თურქეთში მიდის. სამწუხაროდ, ასეთი რეალობაა დღეს საქართველოში. ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, ამერიკასა და თურქეთს რუსეთთან  კეთილმეგობრული ურთიერთობის განვითარება გვირჩევნია. მართლმადიდებლური ქვეყანაა, უფრო გავუგებთ ერთმანეთს. როდესაც გუბაზ მეფე ბერძნებმა მოკლეს და ირანელებმა მათი გასამართლება მოითხოვეს, ქართველებმა ისინი მაინც არ დასაჯეს, რადგან ბიზანტია ერთმორწმუნე,  მართლმადიდებური ქვეყანა იყო.  გიული ალასანიას საქართველოში თურქული კაპიტალის შემოსვლაში დიდი წვლილი მიუძღვის. ჩემთვის ერი და ქვეყანა სისხლზე და ნათესავზე უფრო მაღლა დგას. ჯერ კიდევ განათლების მინისტრად ყოფნის დროს  თურქებს  საქართველოს უნივერსიტეტის შესყიდვაზე უარი ვუთხარი.

თუმცა დღევანდელი ტელევიზიები აქტიურად ეწევიან დასავლური ღირებულებების პროპაგანდას.…

- „რუსთვი 2“ და სხვა მსგავსი ტელევიზიები კოსმოპოლიტიზმის დანერგვას ცდილობენ. კოსმოპოლიტიზმი  ქართული სულიერებისთვის უცხოა. როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობდა: „ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია“. კოსმოპოლიტიზმს თესავს უწიგნური, გაუნათლებელი ხალხი.  როდესაც მე პარლამენტის წევრი ვიყავი, ჩემ გვერდით უაღრესად განათლებული ადამიანები იყვნენ – ბოჭორიშვილი, მაჭავარიანი და სხვები. პარლამენტი მოაზროვნე იყო. ახლა კი მთელი საქმე ღილაკის დაჭერაა და მეტი არაფერი.

ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაბრუნდეს დსთ-ში, ამის ინიციატორი კი თავად იქნება. თქვა, რომნაციონალური მოძრაობისგამარჯვების შემთხვევაშიც საქართველო მაინც იძულებული იქნებოდა, დაბრუნებულიყო დსთ-ში. როგორ ფიქრობთ, რის საფუძველზე აკეთებს ასეთ განცხადებებს?

- როგორც ჩანს, ბოკერია და სხვები მალულად დადიოდნენ რუსეთში, საერთო ენა კი მაინც ვერ გამონახეს.  რუსეთთან და  ამერიკასთან აღარაფერი გამოუვიდათ. ეტყობა, ლუკაშენკომ ეს იცოდა და ასე თამამად გამოთქვა  აზრი. ეს ტერიტორიები იმიტომ დათმეს, რომ ზედმეტ  ტვირთად აწვებოდათ. თურმე ძირძველი მიწა, რომელზეც მიხეილ ჯავახიშვილი დააბიჯებდა, მიხეილ სააკაშვილის  შეფასებით, ქვაღორღიანი ადგილი ყოფილა და მეტი არაფერი. უბრალოდ, ნატოში გამოუცხადეს, რომ ამნაირი ბალასტით არ მიიღებდნენ, ამიტომ თავიდან მოიშორეს ეს ტერიტორიები. მთვარია, რომ ანტისახელმწიფოებრივი, დამჩაგრავი  პოლიტიკა და  ტირანია  დასრულდა. სააკაშვილის რეჟიმს ზოგი  ტოტალიტარულს უწოდებს, ზოგი - ავტორიტარულს. მე პარალელი მაქვს გავლებული სააკაშვილსა და კალიგულას შორის: მათი ქმედება 22 პუნქტში ემთხვევა ერთიმეორეს! რეჟიმი ტირანული იყო! რუსეთის იმპერიას რომ აბრალებენ, დაგვაქცია და გაგვანადგურაო, გეტყვით, რომ მეფის რუსეთმა 200 წლის ბატონობის მანძილზე იმდენი ზიანი არ მიაყენა საქართველოს, რამდენიც ამ ხელისუფლებამ 7 წელიწადში. ახლა ყველა შესაძლო კონფლიქტისა და უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად კეთილგონიერების, კეთილგანწყობის  გამოჩენაა საჭირო.