The Telegraph: ტრამპი პუტინს იშვიათი ლითონების მოპოვებაზე წვდომას შესთავაზებს, რათა უკრაინაში ომის დასრულება წაახალისოს

The Telegraph: ტრამპი პუტინს იშვიათი ლითონების მოპოვებაზე წვდომას შესთავაზებს, რათა უკრაინაში ომის დასრულება წაახალისოს

დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს იშვიათი ლითონების მოპოვებაზე წვდომას შესთავაზებს, რათა უკრაინაში ომის დასრულება წაახალისოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს გეგმა მოიცავს ალასკის ბუნებრივი რესურსების მოსკოვისთვის გახსნას და რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე დაწესებული ზოგიერთი ამერიკული სანქციის მოხსნას“, - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იკვლევს იმ ეკონომიკურ დათმობებს, რაზეც აშშ შეიძლება წავიდეს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასაჩქარებლად.

წინადადებები მოიცავს პუტინისთვის წვდომის მიცემას იშვიათი ლითონების მარაგებზე უკრაინის ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.