(იბეჭდება შემოკლებით)
ედუარდ შევარდნაძე, ექს - პრეზიდენტი:
„მიხეილ სააკაშვილს პროცესების შეჩერება ძალიან გაუჭირდება.
ფაქტია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიური კრიზისია. პრეზიდენტს შესაბამისი ზომების მიღება დააგვიანდა.
როცა ხალხს შია, სამსახური და ხელფასი არ აქვს, დგას უამრავი პრობლემის წინაშე და ამ პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს, იძულებულია, ქუჩაში გავიდეს.
სხვა შემთხვევაში, ხალხს ქუჩაში ვერ გაიყვან. კარგია შადრევნებიც, ახალი გზებიც, განახლებული სიღნაღი და სხვა ქალაქები, მაგრამ, როდესაც მოსახლეობა ასეთი გაჭირვებულია, მსგავსი ღონისძიებებით მის განწყობას ვეღარ შეცვლი.
რა მოგვიტანა „ვარდების და ყვავილების“ რევოლუციამ?
რევოლუცია გამოსავალი არ არის, თუმცა მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი ღონისძიებების გატარება მაშინ უნდა დაეწყო, როცა ირაკლი ოქრუაშვილის ირგვლივ სკანდალი აგორდა.“