ბათუმელებს და არა მხოლოდ ბათუმელებს ამ ქალაქში გამართული პოლიციის აღლუმი ისე არ დაამახსოვრდებათ, როგორც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა ადგილობრივ დელფინარიუმში.
სააკაშვილმა ერთ-ერთ დელფინთან "გასაუბრება" მოისურვა და ჩაეხუტა კიდეც მას.
ზოგიერთი თვითმხილველის მტკიცებით, პრეზიდენტი შეეცადა, დელფინისთვის თავი ხახაში ჩაეყო, რამაც დაცვა კინაღამ შოკში ჩააგდო.
თუმცა ქართული ტელევიზიების ცნობით, სააკაშვილი დელფინს მხოლოდ მოეფერა, ზღვის ძუძუმწოვარმა კი "პრეზიდენტს ყურში რაღაც უჩურჩულა".
ბათუმის დელფინარიუმში 6 მაისს, 20-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი შოუ გაიმართა. იქ მყოფი 15 დელფინიდან არ ვიცით, რომელს ეჩურჩულებოდა პრეზიდენტი.