ქართველმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პირველი ვიდეოკომენტარი გააკეთა სოციალური ქსელებისა და ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტა.
"უკვე წლებია, ვითმენ ცილისწამებას სხვადასხვა პოლიტიკოსთან ჩემი კავშირის შესახებ. ეს სრული სისულელეა", - განუცხადა ახალ ზელანდიაში ლევან ვასაძემ.
ლევან ვასაძე ახალ ზელანდიაში რაგბიში მსოფლიო თასის გათამაშებას ესწრებოდა.
მისი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ცნობები ქართულ მედიასაშუალებებში პერიოდულად ვრცელდება.
კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ვასაძემ ერთ-ერთ უცხოურ გამოცემას განუცხადა, რომ გადაწყვიტა, კენჭი იყაროს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში.