"ნაცმოძრაობა" და მისი კავშირები ქურდულ სამყაროსთან

აი, უკვე მერამდენე დღეა, ბოროტმა გოგო-ბიჭებმა ტვინი წაიღეს, ე.წ. "კანონიერი ქურდი" რომან ბარბაქაძე, მეტსახელად "რემენა", საქართველოში კანონის გვერდის ავლით კალაძემ შემოიყვანა და პროკურატურაში უნდა დაიკითხოსო. "ნაცებო", ახლა "რემნები" გადაიჭიმეთ, ტვინები რომ არ აასხათ და რასაც აქ წაიკითხავთ, კარგად გაიაზრეთ, ვიდრე კახი კალაძის დაკითხვას მოითხოვთ, თქვენით დავიწყოთ.

ვინ ხართ და რა ძალების დახმარებით აღმოჩნდით ხელისუფლებაში?

თქვენ ხართ, ე.წ. "კანონიერი ქურდების" ზურგზე მოსული ძუკნები, "ვარდების რევოლუცია" ასე წარმატებით არ დასრულდებოდა, თქვენ გვერდით "შავი სამყარო" რომ არ დამდგარიყო, არც ერთხელ არ გაგიპროტესტებიათ კონკრეტული წყაროების მიერ დასაბუთებული ბრალდება, რომ "ვარდების რევოლუციის" დროს მიხეილ სააკაშვილს გვერდიდან არ მოსცილებია ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მისმა ბიძამ თემურ ალასანიამ დააკავშირა, ემზარ კვიციანი თითქმის ყველა ინტერვიუში ადასტურებდა ამ ფაქტს და იხსენებდა სასტუმრო "მერიოტში" სააკაშვილისა და ონიანის შეხვედრას, სადაც მათ რევოლუციის დეტალები გაიარეს. რას შეჰპირდა სანაცვლოდ ონიანს სააკაშვილი? თუ არ გინდათ, რომ გაიხსენოთ, მე შეგახსენებთ. ის ონიანსა და მის გარემოცვას ხელშეუხებლობის გარანტიას შეჰპირდა, თუმცა გაპრეზიდენტებიდან მეორე დღეს მიშამ ქურდებს შეუთვალა, გაძლევთ რამდენიმე საათს, რომ ამ ქვეყნიდან "დაახვიოთო"... ონიანმა "დაახვია", თუმცა სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას მან შეუთვალა, შენი დისშვილის მტერი ვიქნები სიცოცხლის ბოლომდეო. "ნაცებო", ამ მუქარის შემდეგ იყო, რომ თქვენი ქვეშაფსია ლიდერი აფრასიძეების ოჯახს დაერია, მსოფლიოში არსად არ მიაქვთ შეტევა კრიმინალებზე იმ ადგილას, სადაც იმყოფებიან მოხუცები, ქალები და ბავშვები. ბარამიძემ სპეცრაზმითა და 12 ვერტმფრენით დაბომბა ოჯახი, სადაც უდანაშაულო ბავშვებს ეძინათ და ეს სწორედ იმიტომ გააკეთეს, რომ წარმოშობით სვანი, კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებაში, თავისი ჭკუით დააშინა.

იმ პერიოდში, როცა აფრასიძეების ოჯახი ამოწყვიტეს, საქართველოს სხვა კუთხეებში ბევრად უფრო საშიში კრიმინალები თავისუფლად მოძრაობდნენ, თუმცა ასეთი სასტიკი ოპერაცია არ განუხორციელებიათ. მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილი ტარიელ ონიანის მტერს "კანონიერი ქურდს" ასლან უსოიანს, მეტსახელად "დედ ჰასანს", დაუმეგობრდა. როცა ესპანეთში ტარიელ ონიანის მიმართ მძიმე პროცესები დაიწყო, სააკაშვილმა მისი საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა, რათა დაემტკიცებინა, რომ მასა და ონიანს შორის არანაირი კავშირი არ არსებობდა. ამის შემდეგ "ქურდულ სამყაროში" ქურდები ორ ნაწილად დაიყვნენ, სააკაშვილი ონიანის ქურდებს განუდგა, "დედ ჰასანის" ქურდებს კი შეეკრა. სააკაშვილისა და "დედ ჰასანის" შეხვედრა პირველად ევროპაში, ონიანის წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებამდე ორი თვით ადრე გაიმართა. მოგვიანებით კი ისინი ერთმანეთს უკრაინაში შეხვდნენ. სხვათა შორის, თქვენი ქვეშაფსია ლიდერი, დღეს ყველას, "შავსა" და "წითელს" უკრაინაში უხმობს, დიდი გავლენები მაქვს და ვისაც რა საქმის წამოწყება გინდათ, ყველაფერში დაგეხმარებითო. ონიანის მტერს, ასლან უსოიანს, იგივე "დედ ჰასანს", თბილისელი სომხების კონტროლი ჰქონდა ჩაბარებული თქვენი ბინძური რეჟიმის დროს! ცნობისთვის: ასლან უსოიანი რუსეთისა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლება. 2009 წელს უსოიანსა და ე.წ. კანონიერ ქურდს ტარიელ ონიანს შორის, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "ტაროს" მეტსახელით იცნობენ, კონფლიქტი წარმოიქმნა, რომლის მოსაგვარებლად მოსკოვში "იაპონჩიკი" ჩავიდა. ვიაჩესლავ ივანკოვმა უსოიანის მხარე დაიჭირა. იმავე წლის ზაფხულში "იაპონჩიკზე" თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც მიყენებული ჭრილობებით იგი შემოდგომაზე გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას, კონკრეტული წყარო ჰყავს, მაგრამ არ მახსენდება, რომ ამ ფაქტების გამოქვეყნების გამო ვინმესთვის პასუხი მოგეთხოვათ(?!). ნეტავ, რატომ?

სხვათა შორის, თქვენს ქვეშაფსია ლიდერს და მის გარემოცვას ისე მოსწონდა ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტი, თავისი შინაარსით, რომ თავად შექმნა ამ მოდელის სახელმწიფო, რეკეტი, გატაცება, მკვლელობა, ქონების ჩამორთმევა, "ობშიაკში" ფულის დადება, მიშა კიდევ უფრო შორს გაფრინდა და ქურდულს ბოზურიც შეურია, ჩაშვება, ფარული გადაღება, გაუპატიურება, აბსოლუტური უსამართლობა და ადამიანების სულიერი გაბახება! ვინ იყო მიშა? თქვენი ლიდერი ერთი ნაბოზარი კურდღელი იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება "კაი ბიჭები" თავში უბრახუნებდნენ, მას მუდამ ჰქონდა კომპლექსი, რომ ის ვერ შედგა მამაკაცად, გაპრეზიდენტების შემდეგ საკუთარ კლასელებს დაერია და ციხეებში ამოალპო, იმიტომ რომ მას ბავშვობაში არავინ ეთამაშებოდა, რასაც ვერ ვიტყვით გიგა ბოკერიაზე. მაგალითად, ბოკერიას ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის პირველი ქმარი, რომელიც ძველბიჭურ გაგებას აწვებოდა, სწორედ ბოკერიამ გააპარა საქართველოდან, როგორც კი "ნაცრეჟიმმა" ნიჩურტებით ბრძოლა გამოუცხადა "შავ სამყაროს", რატომ  ნიჩურტებით? იმიტომ, რომ არც ერთი არჩევნები არ ჩაუტარებია "ნაცმოძრაობას", "შავი სამყაროს" დახმარების გარეშე! შავებთან ურთიერთობების გარკვევა კი გივია თარგამაძეს, "ბუღას" სიძეს ჰქონდა ჩაბარებული, სწორედ "ბუღამ" გაიყვანა ის ამ წრეში. მაგალითად, სოლოლაკელ ავტორიტეტს გოგია ჩიქოვანს არაერთხელ უწყალობებია არჩევნებზე "ნაცებისთვის". ჰოდა, აი, ამიტომ ხართ ძუკნები, რაც 9 წელი აკეთეთ, ახალა ამ ცოდვას "ოცნების" ხელისუფლებას ჰკიდებთ. ბაქოს სკანდალსა და მილიონების გადმოტანის მცდელობის ისტორიას, სულ რომ შპაკატში ჩაჯდეთ და უკანალით ასფალტი კაწროთ, მაინც ვერ გადაფარავთ!

არყის ხურუშიანი გივია თარგამაძე წერას ჰყავს ატანილი... გივი, სოციალურ ქსელში შენს პოსტებს ხშირად ვკითხულობ, როცა პრემიერს "პატარა ბიჭად" მოიხსენიებ, შენი ბიოგრაფიიდან რატომღაც ცუდი ისტორია მახსენდება, ჰოდა გკითხავ, რა იყო გივი, "პატარა ბიჭი" ხომ არ მოგენატრა? 2006 წელს, "ალიამ" შენი ცუღლუტობანი გამოაქვეყნა, პატარა ბიჭთან არშიყის შესახებ, მოგვიანებით, ამ ისტორიამ მძაფრი შეფერილობა შეიძინა, რუსეთის პირველი არხის გადაცემაში "ადამიანი და კანონი" პუბლიცისტმა მიხეილ ლეონტიევმა განაცხადა: "შეიძლება ითქვას, რომ "ჰუმანიტარული ფასეულობებისა და დემოკრატიის" იდეალების სამსახური გივი თარგამაძემ დაიწყო 15 წლის ასაკში, როდესაც სქესობრივ კავშირზე დაიყოლია 12 წლის მეზობელი ბიჭუნა. თარგამაძის მშობლებმა ფული დახარჯეს და სკანდალის მიფუჩეჩება მოახერხეს. იმ დროიდან, შეიძლება ითქვას, გივი თარგამაძეს არასოდეს უღალატია საკუთარი ფასეულობებისა და იდეალებისთვის". ეს რა ხდება გივი, პედოფილობაში გადანაშაულებენ?! გივი, მიდი ეცი და ეცი ლეონტივეს! იმასაც გეტყვი, ლეონტიევი აცხადებს, რომ მისი წყაროს სანდოობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ან აქამდე რატომ არ უჩივლე ლეონტიევს პატივისა და ღირსების შელახვისთვის? რუსმა ჟურნალისტმა ისიც გაარკვია, რომ შენი პირადი ცხოვრება სხვა, დღემდე უცნობი დეტალებითაც ყოფილა მდიდარი, "ქურდულ სამყაროსთან" შეუპოვრად "მებრძოლი" გივი თარგამაძის ოჯახში არის საკავშირო მასშტაბით ცნობილი "კანონიერი ქურდი" ბეგლარ ხარაძე, მეტსახელად "ბუღა". "ბუღა" "კაი ბიჭის" სახელით რომ დადიოდა, ვიცოდი, მაგრამ აი, ქურდად როდისღა მონათლეს, ეგ ეპიზოდი გამომპარვია! "ბუღა" "ვასილიჩის", ანუ გივი თარგამაძის სიდედრის, მანანა ჩარგეიშვილის მეორე ქმარია. "ვასილიჩ", ახლა ის აგვიხსენი, შენი სიდედრის მეორე ქმარს "ბუღას" "რევოლუციურ" საქართველოში პრობლემა რატომ არასოდეს არ შეჰქმნია? თუმცა გამახსენდა, "ბუღა" შენი წყალობით, ხომ "შავი სამყაროდან" მის საძმოს პრობლემებს უგვარებდა, არც "ბუღა" გრჩებოდა ვალში და "კანონიერ ქურდებთან" სიტუაციას ისიც გიგვარებდა. ეჰ, "ვასილიჩ", რამდენს ლაპარაკობ, სულ მივიწყებული მყავდი, მაგრამ დროა, არქივები ამოვქექო და საზოგადოებას ბევრჯერ შევახსენო, რა ნაძირალაც ხარ! სულის ამოხდით რომ გვემუქრებოდი, - "სულს ამოგხდით, ნაძირალებო"! ეს შენი საიმიჯო სლოგანია, ჰოდა, ბუმერანგის პრინციპით ვიხელმძღვანელებ და ქართველი ხალხის სახელით გეტყვით, - "სულს ამოგხდით ნაძირალებო!" რევოლუციების ხურუშიანო, ფუჭია შენი ოცნება, ახალ რევოლუციაზე, კიევი, ბელორუსი, რუსეთი და ახლა საქართველო. გადაითვალე, სად გაარტყი მიზანში, ვის მკვლელობას უკვეთდი, მერე ჩაიხედე სარკეში და მკვლელ ნაძირალას დაინახავ, უკვე ჭაღარას, პოლიტიკურად ცვედანს, რომელიც ძალიან მალე დაკარგავს ყველაფერს რაც კი ქურდობითა და ძალადობით შეუქმნია, შენს კარზეც დააკაკუნებს მართლმსაჯულება, გივი, დაკარგავ იმ ბიზნესდივიდენდებს, რაც კი ძალადობით ჩაგიგდია ხელში, უკრაინიდან ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა შენი ნებართვის გარეშე, ბიზნესს მონოპოლია გქონდა უკრაინაზე, არმატურის შემოტანიდან დაწყებული, ყველაფერი შენი კონტროლის ქვეშ გადიოდა. ყვარლის  ტბის დასასვენებელი კომპლექსის წილშიც ხომ არ ზიხარ, გივი? შენი ბიზნეს-მეგობრების მიერაა აშენებული, სააკაშვილის რეჟიმმა მათვე ანდო დურუჯის ტბის ანალოგიური კომპლექსის მშენებლობა. გივი, შენმა კუთვნილმა კომპანია "ბლექ სი სატმა" ქართულ საკომუნიკაციო ბაზარზე დაიწყო ოპერირება, რომელიც 2011 წლის მარტში შეიქმნა. კომპანიის 70%-ის მფლობელად სწორედ შენს კუთვნილ კომპანია "ბლექ სი გრუპის" ასახელებენ. ხედავ, გივი, რამდენი რამ გქონია დასაკარგი? აი, თურმე რატომ იბრძვი ასე გამწარებით, მაგრამ შენთვის რევოლუცია მაინც სულ სხვაა. როგორც ამბობენ, გივი თარგამაძის ძირითადი ბიზნესი მაინც რევოლუციების ექსპორტია, თუმცა როგორც ლეონტიევი იტყოდა, "ჰუმანიტარული ფასეულობებისა და დემოკრატიული იდეალების" ერთგულება "ვასილიჩს" დღემდე კი მოჰყვება, მაგრამ ამ ერთგულებას ორი კომპონენტი სჭირდება - ფული და ძალაუფლება, გივი თარგამაძემ კი საქართველოში ახალი რეალობის დამკვიდრების შემდეგ ერთი უკვე დაკარგა და, სავარაუდოდ, არც მეორეს შეარჩენს ვინმე!" ნაცებო, მოდის დრო, როცა "ვალჩოკიდან" მოგიწევთ, ოცნებას თვალი გაუსწოროთ!

როცა სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის ფიგურანტები ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" კახი კალაძის დაკავშირებას ცდილობენ, აქვე ე.წ. კანონიერი ქურდის "წრიპას", გვარად ქურასბედიანის, საკნიდან სკანდალურად  გამოყვანის ფაქტი მახსენდება, როცა "ნაციონალური მოძრაობის" ბოსებმა, "წრიპა" ღამით ციხიდან გამოიყვანეს და გოგირდების აბანოში "საგულაოდ" წაიყვანეს. სრულიად შემთხვევით გასკდა ეს სკანდალი, თორემ ისევე შერჩებოდათ "ნაცებს" "წრიპას" გამოყვანა, როგორც სხვა "კანონიერი ქურდების" ჩამოსვლა საბაჟოს გვერდის ავლით და მათთან ერთად ნადირობა!

აქვე, ცნობისთვის, სტატისტიკას მოვიყვანთ, საიდანაც ნათლად ჩანს, რა ხდებოდა ნაცების დროს და რა ხდება ახლა. ახალი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-მ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა, 2013 წელს ერთი  ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენები აქვთ ე.წ. ქურდულ სამყაროში და აქვთ კავშირები საზღვარგარეთ მყოფ სხვა ე.წ. კანონიერ ქურდებთან. ასევე, ძებნა არის გამოცხადებული ერთ ე.წ. კანონიერ ქურდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2013 წელს 70 პირი დააკავა, 2014 წლის 6 თვეში კი - 25 პირი. შედარებისთვის, წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, დააკავეს ქურდული სამყაროს მხოლოდ 10 წევრი და არც ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი არ დაუკავებიათ.

ახალი ხელისუფლების დროს დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდები:

ბადრი დვალი, აქამდე 3-ჯერ ნასამართლევი, რომელიც რუსეთში, მკაცრი რეჟიმის საპატიმროებში იხდიდა სასჯელს სხვადასხვა მძიმე დანაშაულებისთვის, შსს-მ 2012 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

ტარიელ ფოცხვერია, მეტსახელად "ტარასა", 6-ჯერ ნასამართლევი სხვადასხვა მძიმე დანაშაულებისთვის, წლების განმავლობაში ქუთაისში არსებულ სხვადასხვა ბიზნეს სტრუქტურებიდან კრეფდა "ქურდულ ობშიაკს". ფოცხვერია პოლიციამ 2013 წლის ივნისში დააკავა, ის ამჟამად სასჯელს იხდის.

კახაბერ ორაგველიძე, მეტსახელად "კახა ტბილისსკი", საქართველოსა და რუსეთში 4-ჯერ ნასამართლევი მძიმე დანაშაულებისთვის, იყო ყაჩაღური დაჯგუფების წევრი საქართველოში, იძებნებოდა 22 ყაჩაღობისთვის, რის შემდეგ გაიქცა რუსეთში, სადაც 3-ჯერ მოიხადა სასჯელი. შსს-მ კახაბერ ორაგველიძე 2012 წლის დეკემბერში ბათუმის აეროპორტში დააკავა.

ძებნა გამოცხადდა სპარტაკ ჯაფარიძეზე, მეტსახელად "სპარტაკა", რომელიც 4-ჯერ არის ნასამართლევი სხვადასხვა მძიმე დანაშაულებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ქურდულ სამყაროსთან აქტიურ ბრძოლას აგრძელებს. ამის დასტურია 21 ივნისს გორში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის შედეგად სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდული სამყაროს 6 წევრი დააკავეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, პოლიციამ ჩანაწერებიანი ბლოკნოტი, ე.წ. "ტყავი", 10 ათასი აშშ დოლარი და 13 ათას ლარამდე ოდენობის თანხა, ე.წ. "ობშიაკი", ასევე სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გორში სპეცოპერაციის დროს, ასევე, აიყვანეს სოფელ გუგუთიანთკარის მკვიდრი, 35 წლის კობა გუგუტიშვილი. შიდა ქართლში ის კრიმინალურ "ავტორიტეტად" მიიჩნევა. გუგუტიშვილი წარსულში არაერთ საქმეზე, მათ შორის მკვლელობაზეა გასამართლებული. მის დოსიეში პირველი განაჩენი ჯერ კიდევ 1994 წლით თარიღდება, მაშინ ის არასრულწლოვანი (15 წლის) გახლდათ. ეს პიროვნება იყო ციხეზე მაყურებელი და როცა ბაჩო ახალაია ციხეზე სიტუაციას ვერ ალაგებდა, კობა გუგუტიშვილს მიმართავდა დასახმარებლად და ის უგვარებდა ციხის "პალაჟენიას". "ნაცებო", ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ქურდულ "დვიჟენიაში" გარკვეულები იყავით, თქვენ ხომ მათი დახმარების გარეშე ვერც არჩევნებს მოიგებდით, ვერც ქუჩას გააკონტროლებდით და ვერც ციხეში დაამყარებდით კონტროლს, საქმე ისაა, რომ, ე.წ. კანონიერ ქურდებს საქმეს აძლევდით, ხელშეუხებლობის გარანტიებს აძლევდით და მერე "ყრიდით", "შავ სამყაროსთან" კოჰაბიტირებდით და დღეს მათი მუქარის ასრულების გეშინიათ, ამიტომაც გელანდებათ ყველგან ქურდები! არადა, რომ დაფიქრდეთ, ყველაზე საშიშ კრიმინალს საკუთარ თავებში აღმოაჩენთ...