ანჯელინა ჯოლიმ ქართველი სამხედროები მოინახულა

ანჯელინა ჯოლიმ ქართველი სამხედროები მოინახულა

ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა და გაერო-ს კეთილი ნების ელჩმა ანჯელინა ჯოლიმ გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის ჰოსპიტალში ორი სამხედრო აგრძელებს მკურნალობას - მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, კაპიტანი ალუდა სეთურიძე და ამავე ბატალიონის კაპრალი ედნარ აბულაძე.

ქართველი ჯარისკაცები ISAF–ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობდნენ.

ნატო-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში მესამე ბრიგადის 32-ე ბატალიონი ეტაპობრივად 33-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. ბატალიონთა როტაცია ამ დროისათვის უკვე დასრულებულია.