გერმანული სპეცსამსახურების თანამშრომელმა საქართველოში ადამიანი იმსხვერპლა

გერმანული სპეცსამსახურების თანამშრომელმა საქართველოში ადამიანი იმსხვერპლა

„გერმანიის სპეცსამსახურის თანამშრომელმა საქართველოში ადამიანი იმსხვერპლა", - იუწყება გერმანული გამოცემა „შპიგელი“.

გამოცემის ინფორმაციით, ნასვამ ანდრეას დ-ს ავტოავარია მოუვიდა და ქალბატონის სიცოცხლე შეიწირა. ავარიის შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ავტოავარია სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა და სამართალდამცავებმა დამნაშავე დააკავეს.

ის საქართველოში გერმანიის საელჩოს თანამშრომელი აღმოჩნდა. ინტენსიური დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგ ანდრეას დ. გერმანიაში გაიწვიეს, სადაც მას ბრალს წაუყენებენ.

აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.