მიხეილ სააკაშვილი : “მენატრება ყოველი კვადრატული მეტრი, ყოველი უჯრედი”

მიხეილ სააკაშვილი : “მენატრება ყოველი კვადრატული მეტრი, ყოველი უჯრედი”

მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “პოლიტმეტრი”  განაცხადა, რომ  მას საქართვლო ძალიან ენატრება, “ყოველი კვადტრტული მეტრი და უჯრედი”.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას არ ეშინია ხელისუფლების, თუმცა ეშინია ექსცესების.

“რა თქმა უნდა, მენატრება და უზომოდ ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის. მენატრება საქართველოს ყოველი კვადრატული მეტრი, ყოველი უჯრედი. რა თქმა უნდა, მინდა, ქართველ ხალხს დავეხმარო პირადადაც, ფიზიკურადაც ამ უბედურებისგან მშვიდობიანად გათავისუფლებაში და კიდევ უფრო მეტი ძალმომრეობის, ძალადობის და გაუბედურების თავიდან აცილებაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ თავიდან ავიცილოთ მაქსიმალურად ექსცესები.

მათ ეშინიათ ჩემი და მე არ მეშინია მათი, მაგრამ მე მეშინია ექსცესების. მეშინია, რომ ჩვენი ხალხი არ დაზარალდეს. მეშინია იმის, რომ ამას არ მოჰყვეს ის, რაც შემდეგ შეუბრუნდება საქართველოს” – განაცახდა  მიხეილ სააკაშვილმა.