გურჯაანის სასამართლოსთან აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ყვავილები მიუტანეს

გურჯაანის სასამართლოსთან აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ყვავილები მიუტანეს

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგებლები და მხარდამჭერები გურჯაანის რაონული სასამართლოს წინ მიხაკებით ხელში მივიდნენ. აქციის მონაწილეები ყვავილებს პოლიციის თანამშრომლებს მშვიდობის ნიშნად სთავაზობენ. აქციის მონაწილეების ნაწილმა მიხაკები სასამართლოს შენობის ტერიტორიაზე მიმოფანტა.

სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული. სასამართლოს მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები იცავენ.

მოძრაობა შეზღუდულია სასამართლოს მიმდებარე რამდენიმე ქუჩაზეც. პარალელურად სასამართლოსთან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და ლიდერები იკრიბებიან.

როგორც შსს-ში განმარტავენ, პოლიციის მობილიზება მოქალაქეთა უსაფრთხოების და წესრიგის დაცვას უკავშირდება.