გურჯაანის სასამართლოსთან დიდი ხმაურისთვის ემზადებიან - პოლიცია მზადყოფნაშია

გურჯაანის სასამართლოსთან დიდი ხმაურისთვის ემზადებიან - პოლიცია მზადყოფნაშია

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული. სასამართლოს მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები იცავენ. მოძრაობა შეზღუდულია სასამართლოს მიმდებარე რამდენიმე ქუჩაზეც. პარალელურად სასამართლოსთან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და ლიდერები იკრიბებიან.

როგორც შსს-ში განმარტავენ, პოლიციის მობილიზება მოქალაქეთა უსაფრთხოების და წესრიგის დაცვას უკავშირდება. გუშინ უწყებამ ამის შესახებ განცხადებაც გაავრცელა.

დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა 10:30 საათზე დაიწყება. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, ბრალდებულის ადვოკატი კი გირაოთი გათავისუფლებას.