გრიგოლ ვაშაძის თქმით, დავით კირკიტაძეს საპატიმროში ერთი წუთითაც არ გააჩერებენ

გრიგოლ ვაშაძის თქმით, დავით კირკიტაძეს საპატიმროში ერთი წუთითაც არ გააჩერებენ

გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, მათი თანაგუნდელი დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია და ისინი ყველა ხერხს მიმართავენ, რათა საპატიმრო დატოვოს.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ დავით კირკიტაძეს 1 წუთითაც კი არ გააჩერებენ საპატიმროში. გურჯაანის რაიონული სასამართლო ხვალ გამოაცხადებს დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახეობას. ბრალდების მხარე მის დაპატიმრებას ითხოვს.