რუსეთში გამართულ კონცერტზე ბურჭულაძე წარდგა როგორც დიდი ხელოვანი 

რუსეთში გამართულ კონცერტზე ბურჭულაძე წარდგა როგორც დიდი ხელოვანი 

“დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთში გამართულ კონცერტზე პაატა ბურჭულაძე წარდგა არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ დიდი  ხელოვანი. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში სტუმრობისას ისაუბრა.

“ბატონ პაატას, როგორც პოლიტიკოსს მე არ ვიღებ და არ ვყოფილვარ პოლიტიკაში მისი მოსვლის გულშემატკივარი, იმიტომ რომ მიმაჩნია, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, უდიდესმა ბანმა უნდა იმღეროს და მას პოლიტიკაში არაფერი არ ესაქმება”– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.