“ობიექტურ რეალობას შორის გაჭედილები…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ობიექტურ რეალობას შორის გაჭედილები…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელიც სამშაბათიდან პერმანენტული აქციებით იმუქრებოდა, მოულოდნელად პარლამენტის შენობის წინ მდებარე კარვები დაშალა.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილი განაცხადა, პარლამენტის შენობის წინ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს აღმართული კარავი თვითონ აიღო, ამასთანავე კარვების დადგმაც და აღებაც მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია პროტესტს შეწყვეტს.

გაერთიანებული იპოზიციის პოლიტიკას “ტაბულას” გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე აფასებს:

“სააკაშვილის ეიფორიულ, ყოველგვარ აზრს მოკლებულ დავალებებსა და ობიექტურ რეალობას შორის გაჭედილები, ასეთ დაუგეგმავ უაზრობებს სჩადიან და მხოლოდ საპროტესტო ელექტორატის ფრუსტრაციას იწვევენ,” – წერს ჩერგოლეიშვილი.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” 17 დეკემბერს პერმანენტული აქციები დააანონსა, თუმცა, სად და როდის მოხდებას დანაპირების შესრულება, ეს ჯერ არ იციან.