ქართველი

ქართველი "კანონიერი ქურდის" გასათავისუფლებლად ქურდულმა სამყარომ 1 მლნ დოლარი გამოყო - რუსული მედია(ვიდეო)

გავლენიანი ქართველი "კანონიერი ქურდის" კახა ფარფალიას გათავისუფლების მიზნით ქურდულმა სამყარომ 1 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელება.

გამოცემა "პრაიმ კრაიმის" ცნობით, ეს თანხა ფარფალიასთვის აღკვეთი ღონისძიების შესასცვლელად ქურდული საერთოდან გამოიყო.

"ეს მოიცავდა ფაქტობრივ ქრთამს და ასევე გირაოს თანხას. ქურდული სამყარო იმედოვნებდა, რომ ამ გზით კახა ფარფალია ახალ წელს ოჯახთან ერთად თავის რუბლოვცკის სასახლეში შეხვდებოდა", - წერს გამოცემა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე სამართალდამცავებმა განსაკუთრებულ ზომებს მიმართეს. მათ შორის იცავენ მოსამართლეს, "ფულის სავარაუდო ცდუნებისგან".

შეგახსენებთ, რომ ფარფალია მოსკოვის კრიმინალური პოლიციისა და ФСБ-ს მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის დროს 8 დეკემბერს დააკავეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულს ჩხრეკისას "კოკაინი" და უკანონო იარაღი აღმოაჩნდა.

43 წლის კახა ფარფალიას ქურდულ სამყაროში "კახა გალსკის" მეტსახელით იცნობენ. ბოლო პერიოდში მისი გავლენები საგრძნობლად გაიზარდა, როგორც რუსეთში, ისე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ფარფალია, აკონტროლებდა ე.წ. ქურდულ "ობშიაკს", რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ივსებოდა.

კახა ფარფალია "კანონიერ ქურდად" 1999 წელს "მონათლეს".